რეპორტაჟი სოხუმიდან

2017.04.04 12:18:05

სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო, კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.

 

სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე.

ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 27 კმ².

იგი ქალაქად 1848 წელს გამოცხადდა

იხილეთ ფოტოგალერეა: