6 მავნე ჩვევა, რომლებზეც სასწრაფოდ უარი უნდა თქვათ

2018.03.02 12:19:28

ყველასათვის ნაცნობი 6 ჩვევა, რომლებზეც უკეთესია სასწრაფოდ თქვათ უარი.

 

1. არ დაკიდოთ სველი პირსახოცი საკიდზე და არ გაწიოთ ფარდა შხაპის შემდეგ

 

როცა სველ პირსახოცს საკიდზე კიდებთ, ნაკეცებში აქტიურად მრავლდებიან ბაქტერიები. რაც შეეხება ფარდას საშხაპეში, მის ნაკეცებში შეიძლება გაჩნდეს ობი. ამიტომაც პირსახოცები უნდა გააშროთ გაშლილ მდგომარეობაში, ფარდა კი შხაპის შემდეგ მთლიანად გაშალოთ უნდა, რათა ისიც მალე გაშრეს.

 

2. არ დალიოთ ყავა მშიერ კუჭზე

 

მიუხედავად იმისა, რომ ყავას სასარგებლო თვისებები გააჩნია, მას ასევე მინუსებიც აქვს. თუ ყავას მშიერ კუჭზე დალევთ, ამან შეიძლება გულძმარვა ან მონელების დარღვევა გამოიწვიოს. ყავის დალევის დროს, ისევე როგორც საკვების მიღებისას, გამოიყოფა კუჭის წვენი, მაგრამ ვინაიდან კუჭში საკვები არ ხვდება, წვენის ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება კუჭის კედლები დააზიანოს. სპეციალისტები გვირჩევენ ყავა საუზმის შემდეგ ან შუადღეს დავლიოთ.

 

3. არ ჭამოთ პოპკორნი

 

სტომატოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს პროდუქტი მავნებელია თქვენი კბილებისთვის. წვრილი ნაწილაკები იჭედება კბილებს შორის და აფუჭებს მათ. თანაც, პოპკორნი, რომელსაც კინოთეატრებში ყიდიან, ზედმეტად ცხიმიანი და კალორიულია, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

 

4. არ გაიღიზიანოთ გამონაყარი

 

გამონაყარის წვალება ნამდვილად სახიფათოა. გამონაყარი მაშინ ჩნდება, როდესაც ფორებში ცხიმი გროვდება. ამ დროს იწყება ანთებითი პროცესი. ჯანმრთელ ორგანიზმში იმუნური სისტემა გამონაყარს ლეიკოციტებით ამარაგებს, რომლებიც მავნე ბაქტერიებს ებრძვიან. ამის გამო კანის ეს ნაწილი წითლდება. როდესაც გამონაყარს აწვალებთ, ფორების კედლებიზიანდება. შედეგად ის უფრო მგრძნობიარე ხდება ბაქტერიების მიმართ.

 

5. ნუ მკურნალობთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატებითა და ვიტამინებით

 

ბევრს ჰგონია, რომ C ვიტამინი დაეხმარება, რომ არ გაცივდნენ, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს კი თითქმის მთლიანად შეუძლია შეცვალონ წამლები. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თუ კვების დაბალანსებული რაციონი გაქვთ, ვიტამინების მიღება საჭირო არ არის. ვიტამინების მიღება აუცილელებია ავიტამინოზის დროს. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები კი გამოიყენება როგორც საკვები და ნივთიერებების დამატებითი წყარო მათი უკმარისობის დროს.

 

6. არ დადოთ ტელეფონი ბალიშის ქვეშ დამუხტვის დროს

 

ეს შეიძლება საბოლოოდ ხანძრით დამთავრდეს. საქმე იმაშია, რომ დამუხტვის დროს ტელეფონი ცხელდება. თუმცა ახალი მოდელები ძირითადად გაუმჯობესებულია, მაგრამ სმარტფონების დიდი რაოდენობა დღემდე ძალიან ცხელდება. შედეგად შეიძლება ტელეფონი ან დასამუხტი საშუალება დაიწვას. წარმოიდგინეთ, ამ დროს ტელეფონი ბალიშის ქვეშ თუ გექნებათ რა შეიძლება მოხდეს.