ნახეთ მოდელი, რომელმაც სილამაზის სტანდარტები დაამსხვრია (ფოტოები)

2017.11.19 16:28:17

21 წლის დრიუ პრესტას  მოდის ინდუსტრიის შეცვლა სურს. 

 

პრესტა ჯუჯის სინდრომით დაიბადა და სიმაღლეში დაახლოებით ერთი მეტრია, თუმცა ოცნების ასრულებაში მისთვის სიმაღლეს ხელი არ შეუშლია.

 

დრუ ბავშვობიდან რთული ცხოვრებით, აკოდროპლაზიის გამო ცხოვრობდა. ის ერთადერთი ჯუჯა ადამიანია მის ოჯახში და მის პატარა ქალაქში.

 

მისი თქმით, მას ბევრი დაცინვისა და დამცირების გადატანა მოუწია, თუმცა ამ ყველაფერმა უფრო გააძლიერა.

 

დრიუ საცხოვრებლად ლოს-ანჯელესი გადავიდა და სამოდელო კარიერა დაიწყო, რათა მოდის ინდუსტრიის საზღვრებს გასცდენოდა.

 

„ მე მინდა ყველა ადამიანი იყოს დასაშვები მოდის სამყაროში. მე მინდა ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ნაკლის მიუხედავად გამოდიოდეს პოდიუმზე, ისევე როგორც სხვები. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა დაბალი ხარ თუ ინვალიდის სკამში ზიხარ“ ,- ამბობს დრიუ პრესტა.