1860-იანი წლების ნახატზე გოგოს iPhone უჭირავს- აჟიოტაჟი ინტერნეტ სივრცეში (ფოტო)

2017.11.13 16:42:46

ინფორმაციას Motherboard-ი ავრცელებს.

 

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ 1860-იანი წლების ნახატს, რომელზეც გოგოა გამოსახული და ხელში რაღაც ნივთს ჩაჰყურებს. მომხმარებელთა ინტერესი სწორედ ამ ნივთმა გამოიწვია. მათი ნაწილის მოსაზრებით, გოგოს ხელში iPhone-ი უჭირავს. 

 

ნახატი ავსტრიელ მხატვარს ფერდინანდ ჯორჯ ვალდმიულერს ეკუთვნის. ნახატის შესახებ პოსტი Twitter-ზე პიტერ რასელმა დადო.

 

რა თქმა უნდა, ნახატზე გოგოს რეალურად პატარა სალოცავი წიგნი უჭირავს. ამის მიუხედავად პოსტმა ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

 

აგვისტოში მსგავსი დისკუსია მიმდინარეობდა 1937 წლის ფრესკა Mr. Pynchon and the Settling of Springfield-ზე, რომელზეც სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრით, სმარტფონი შენიშნეს.