გოგა ნიქაბაძემ ჩვენება შიშველი ორსულით დახურა

2017.03.18 13:23:58

მოსკოვის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე, ქართველი დიზაინერის, გოგა ნიქაბაძის, 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც შიშველმა ფეხმიმე მოდელმა დახურა.

მოდელს შავი ფატა და იმავე ფერის ქვედაბოლო ეცვა, ხელში კი ვარდები ეკავა,რითაც მოშიშვლებულ მკერდს მალავდა. გარდა ამ ანსამბლისა, გოგა ნიქაბაძემ ქალისა და კაცის ტანსაცმელიც წარადგინა, რომელიც უმეტეს წილად ოქროსფერი ჟილეტების, ფართო შარვლებისა და მუქი წითელი ელემენტებისგან შედგებოდა. კოლექციის საინტერესო დეტალები იხილეთ გალერიაში.