პირველი ნუდისტური რესტორანი პარიზში უკვე გაიხსნა (ფოტოები)

2017.11.09 12:37:57
პირველი ნუდისტური რესტორანი პარიზში უკვე გაიხსნა (ფოტოები)

პარიზში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა, სადაც შეგიძლიათ სრულიად შიშველმა ისადულოთ.

ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება. რესტორანი O'Naturel რუ დე გრაველის ქუჩაზე მდებარეობს. დაწესებულება 40 ადამიანზეა გათვლილი და სადილის საშუალო ფასი - 30 ევროა. ნუდისტური რესტორნის სტუმრებმა სპეციალური წესები უნდა დაიცვან - რესტორანში შესვლამდე აუცილებლად უნდა გაშიშვლდნენ და ტანისამოსი გარდერობში დატოვონ. შიშველ სტუმრებს რესტორანთან გამვლელების მზერა არ შეაწუხებთ, რადგან დაწესებულების ხედი ქუჩისკენ სრულიად დახურულია.