კახი კალაძის ოჯახური სიმყუდროვე- როგორ სახლში ცხოვრობს თბილისის ახალი მერი

2017.10.24 14:19:32

უკრაინულმა გამოცემა jetsetter.ua-მ რამდენიმე ხნის წინ კახი კალაძის ოჯახურ სიმყუდროვეზე მასალა მოამზადა, რომელსაც "ფორტუნა" გვიზიარებს.

 

ჩვენს გარშემო უამრავ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა თბილისის ახალ მერზე - სად და ვისთან ერთად დადის? რა და ვისი შეკერილი აცვია? რამდენი აიღო პრემია და სად ცხოვრობს? 

 

კახი კალაძის და ანუკა არეშიძის სამსართულიანი ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შორიახლოს, გარეგნულად საკმაოდ მოკრძალებული იერსახის სახლში მდებარეობს.

 

 

200 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ბინაში კახა მეუღლესთან ერთად ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მალევე გადავიდა. საცხოვრებლის გაფორმებაში კახას მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი დაეხმარა. ისეთი სივრცე გამოვიდა, რომ მოდური ობიექტები ჰარმონიულად ჩაჯდა სათამაშოებთან. ოჯახი ხომ სამ შვილს ზრდის. ფაქტობრივად მთელი ავეჯი იტალიიდან ჩამოიტანეს. ხოლო სხვადასხვა ძველი დეკორის საგნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია შეგროვებული.