იხილეთ ლიკა ქავჟარაძის პერსონალური გამოფენა (ფოტოგალერეა)

2017.10.20 12:03:54

ლიკა ქავჟარაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გუშინ გაიმართა.

 

მისი ნამუშევრების გამოფენა კი, სამწუხაროდ, ამ ამბის გაგრძელებაა, პატარა საგამოფენო სივრცეში განთავსებული ნახატები და ფრაზა "ვინც ნახატები ნახეთ, გარეთ გადით" გამოფენის მაინც და მაინც დიდ ორგანიზაბულობაზე არ მიუთითებდა. გალერიაში პატარა ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ მალევე დააბრუნებინა...

 

"აქ ყველაფერი ძალიან მძიმედ გამოიყურება, თუმცა ერთი ნახატი "შავი წერტილი" სწორედ მის სილამაზეს და მშვენიერებას გადმოსცემს, ის ამ ფერებივით ხელისგულებზე რომ დაჰფარფატებდნენ, იმ პეპლებს დაედევნა და... გაფრინდა ლამაზი და საოცარი იყო. მისი ნიჭი მის ნამუშევრებშიც კარგად ჩანს. მისი სულიერი სილამაზე ამ ლამაზ ფერებსა და უცნაურ ფიგურებშიც გადმოიცა", - აღნიშნა საუბარში კირა ანდრონიკაშვილმა.

 

"გამოფენა ლიკას სიცოცხლეშივე დაიგეგმა, 24 ნამუშევარია წარმოდგენილი და ის 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ლიკას სურდა რომ გამოფენა-გაყიდვა ჩატარებულიყო, თუმცა მისი ნამუშევრები აღარ გაიყიდება. მის ოჯახს, მის შვილს არ სურს რომ ლიკას ნახატები გაიყიდოს, თუმცა გამოფენაზე გაიყიდენა ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ლიკას პორტრეტები", - განაცხადა "არტ გალერეა ვაკეს" წარმომადგენელმა.