Elie Saab-ის 13 საოცნებო საქორწილო კაბა

2017.10.17 16:52:07

მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, ნიუ-იორკში სტარტი ტრადიციულმა საქორწილო მოდის კვირეულმა აიღო. 

 

განსაკუთრებული კოლექციები წარმოადგინეს ბრენდებმა Monique Lhuillier, Naeem Khan, Vera Wang და Marchesa, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება Elie Saab-ის კაბებს ხვდა წილად.

 

მოშიშვლებული მხრები, უმაღლესი ხარისხის აბრეშუმი, უთხელესი და ზედმეტად სექსუალურად გამჭვირვალე მაქმანი, უამრავი ძვირფასი ქვებით გაწყობილი და ტრადიციულად გრძელი ფატა – ეს ის დეტალებია, რომლის წინაშეც ყველა გოგო უძლურია და თანახმაა, რომ სანატრელი „დიახ“ სწორედ ერთ-ერთ მათგანში თქვას.