სარვამარტო საჩუქრების ორიგინალური და იაფი შეფუთვის მეთოდები

2017.03.07 10:59:30

მშვენიერი ქალბატონებისათვის სარვამარტო საჩუქარის გაკეთება დიდი თავსატეხია მამაკაცებისათვის. თუ რათქმაუნდა თქვენ ბრილიანტის ბეჭედი არ გაქვთ ნაყიდი, ცოტა ძნელია შერჩეული საჩუქრით საყვარელი ქალი აღაფრთოვანოთ.

ფსიქოლოგების მტკიცებით უმეტესწილად ქალებისათვის საჩუქარზე მეტად მისი შეფუთვა და მირთმევის პროცესი უფრო სასიამოვნოა. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალურ და რაც მთავარია არაძვირადღირებულ ხერხს, რითაც სარვამარტო საჩუქარი უნდა შეფუთოთ. საჩუქრის შესაფუთად გამოიყენეთ ყვავილების პატარა კონები, ვინტაჟური გასაღებები, ძველებური ქსოვილების დეტალები. ბრჭყვიალა ქარალდების ნაცვლად უფრო მოდურად ითვლება თუ საჩუქარს უცხორ გაზეთში, ან რუქებიან სახის ქაღალდში შეფუთავთ. ასევე იდელაურია ნოტებიანი ქაღალდი. მოკლედ არჩევანი თქვენზეა, მთავარია ფანტაზია გამოიყენოთ.