მსოფლიოს 15 საუკეთესო სკულპტურათა შორის "ალი და ნინო" მოხვდა

2017.06.20 16:35:31

პოპულარული საიტი brightside.me მსოფლიოს საუკეთესო სკულპტურათა ტოპ 15-ეულს აქვეყნებს.

 

"მიესალმე თანამედროვე მსოფლიოს" - ასეთია სტატიის მთავარი ლოზუნგი. ჩამონათვალში ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის "ალი და ნინო", მსოფლიოს ისეთი ცნობილი სკულპტურების გვერდით მოხვდა, როგორიცაა, კანადის "საოცრებათა ქვეყანა", აშშ-ის "კარმა", ავსტრალიის "ბრილიანტები" და ა.შ.