სკანდალი- ლტოლვილი მსოფლიო ლიდერები

2017.06.14 12:40:27

„ლტოლვილად ყოფნა ისეთივეა, როგორც სიმსივე საკუთარ სხეულზე, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიშორებ. ამას უნდა ებრძოლო,“

 

განაცხადა მხატვარმა. სირიელმა მხატვარმა აბდალა ალ-ომარმა მსოფლიო ლიდერები ლტოლვილებად გამოსახა. ამის შესახებ CNN იუწყება. მხატვარმა აარჩია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სირიის ლიდერი ბაშარ ასადი. ომარის ნამუშევრები დუბაის გამოფენაზეა წარმოდგენილი.