უქმდება თუ არა უფასო ფაკულტეტები?!

უქმდება თუ არა უფასო ფაკულტეტები?!

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება.

12 მარ 2019

საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე 23 უგზო - უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი უკვე ამოცნობილია

საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე 23 უგზო - უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი უკვე ამოცნობილია

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში imedinews-ს აცნობეს, რომ ეს ნეშტები 2016-2017 წელს არის აღმოჩენილი და ამ დრომდე მათ ამოსაცნობად სამუშაოები მიმდინარეობდა. 23 პირის ვინაობა საბოლოდ გასულ კვირას დადგინდა. 12 ნეშტს შაბათს დაკრძალავენ. გამოსვენება სამების ტაძრიდან მოხდება. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.

ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.

2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტია მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

 

წყარო - Imedinews.ge

12 მარ 2019

დედამ 2 თვის ბავშვი გაყიდა

დედამ 2 თვის ბავშვი გაყიდა

"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ შვილი გაყიდა.

12 მარ 2019

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობის გამო უცხოელები 20-30 ათასი ლარის ჯარიმას გადაიხდიან

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობის გამო უცხოელები 20-30 ათასი ლარის ჯარიმას გადაიხდიან

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობის გამო უცხოელებისთვის, შესაძლოა, ჯარიმა 20-30 ათასი ლარის ფარგლებში განისაზღვროს.

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დღეს განუცხადა. მან მიწის შესახებ ახალი ორგანული კანონი დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. 

 

საჯარიმო სანქციებს ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში უნდა დაიწყოს. 

 

„როდესაც გაყიდვის თემა იყო, ის საკმაოდ დიდი დისკუსიის საგანი გახდა. ჩვენ ის ჩავანაცვლეთ საჯარიმო სანქციებით. სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემოსავალი, თუ არ მუშავდება მიწის ნაკვეთები. აქ არის ზღვრული დადგენილი რაოდენობები. შესაძლოა, 20-დან 30 ათას ლარამდე იყოს საჯარიმო სანქციები. ვფიქრობთ, ეს არის ოპტიმალური გამოსავალი“, – აღნიშნა დანელიამ.

 

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტით უცხო ქვეყნის მოქალაქეს – ფიზიკურ პირს არ ექნება უფლება, შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა, მას იჯარის უფლება შეუზღუდავად ექნება. იურიდიული პირების შემთხვევაში, აუცილებლად დომინანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ქართული სუბიექტი.

 

„მემკვიდრეობის ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, წავახალისოთ ეს მიმართულება და მთელი რიგი შეღავათებია დაწესებული. ასევე, მთავრობის დისკრეციის ნაწილში სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების თვალსაზრისით კანონპროექტი ძალაში რჩება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიწის უცხოელებზე გაყიდვის მორატორიუმის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ მემკვიდრეობის საკითხი იყო. „ახალი კანონით ამ სუბიექტებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

უცხოელებისთვის მიწების გასხვისებაზე პარლამენტმა მორატორიუმი 2017 წლის 16 ივნისს დააწესა. 2017 წლის 26 სექტემბერს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონით განისაზღვრება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 2018 წლის 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

 

 

წყარო:imedinews

12 მარ 2019

სანაგვეში გატანილი აკაკისა და შოთას პორტრეტები

სანაგვეში გატანილი აკაკისა და შოთას პორტრეტები

ქარ­თველ­მა ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ა­ზი­ა­რა ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ნაგ­ვეს­თან აკა­კის და შო­თას პორ­ტრე­ტე­ბი აწყვია. უცნობია ვინ გაიტანა ქართველი მწერლების პორტრეტები სანაგვეზე. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

12 მარ 2019

გორში 15 წლის მოზარდი დაიკარგა

გორში 15 წლის მოზარდი დაიკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, აჩი კობერიძე სახლიდან გუშინ დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

12 მარ 2019

როგორ გაჩნდა თბილისში ილუზიების მუზეუმის დაარსების იდეა და რას სთავაზობს ის დამთვალიერებელს

როგორ გაჩნდა თბილისში ილუზიების მუზეუმის დაარსების იდეა და რას სთავაზობს ის  დამთვალიერებელს

9 მარტს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის #10-ში, ილუზიების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა.

12 მარ 2019

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ქართველი ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ქართველი ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

12 მარ 2019

ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება

ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება

ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება.

12 მარ 2019

დღეს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

12 მარ 2019

16-17 მარტს ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

16-17 მარტს ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

16-17 მარტს ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს. 

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების - ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკის, იან კომასას ნამუშევრები:

1. „პიანისტი“, რომან პოლანსკი, საფრანგეთი/გერმანია/პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი, 2002;
2. „მარმარილოს კაცი“ ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1976 წ.;3. „აღთქმული მიწა“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1975;
4. „ფერფლი და ალმასი“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1958;
5. „ვარშავა 44“, იან კომასა, პოლონეთი, 2014;
6. „ვოლინია“  ვოსიეჟ სმარზოვსკი, პოლონეთი, 2016; .
ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

პოლონური კინოს დღეების იდეა, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის თავის იუბილეს ეძღვნება.

11 მარ 2019

თეა წულუკიანმა გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

თეა წულუკიანმა გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

არა, არ გადავმდგარვარ.. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

11 მარ 2019

"ეს მამაო ჯიპის ნაცვლად, ვირით დადის და მიუსაფარ ცხოველებს იფარებს და უვლის"

"ეს მამაო ჯიპის ნაცვლად, ვირით დადის და მიუსაფარ ცხოველებს იფარებს და უვლის"

სასულიერო პირმა, რომელიც ვირით გადაადგილდება, სოციალური ქსელი დაიპყრო.

11 მარ 2019

მოპედის სატარებლად მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება საჭირო ხდება

მოპედის სატარებლად მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება საჭირო ხდება

მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

11 მარ 2019

რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ფინანსთა სამინისტროში

რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ფინანსთა სამინისტროში

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის შენობაში ხანძარია.

11 მარ 2019

როდის დაიწყება რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად

როდის დაიწყება რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად

ინფორმაცია, სამაგისტრო და ეროვნული გამოცდების დაწყების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე გავრცელდა.

11 მარ 2019

12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება

12  მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება.

11 მარ 2019

ტოვებს თუ არა თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს

ტოვებს თუ არა თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს

გავრცელებულ ინფორმაციას თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ, მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე არ ადასტურებს. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ის ძველებურად დადის სამინისტროში.

11 მარ 2019

სოციალურად დაუცველი ოჯახები, პენსიონერები, დევნილები, ომის ვეტერანები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველი ოჯახები, პენსიონერები, დევნილები, ომის ვეტერანები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველი ოჯახები, პენსიონერები, შშმ პირები, დევნილები, ომის ვეტერანები და და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

11 მარ 2019

ქართველმა ჯარისკაცებმა საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში 38 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ჯარისკაცებმა საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში 38 მედალი მოიპოვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების  12 დაჭრილი ჯარისკაცი კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ერთმანეთს შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 200 მონაწილე სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა.  ამის შესახებ,,ამერიკის ხმა'' წერს.

11 მარ 2019

რუსთავში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია

რუსთავში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია

რუსთავში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა. მე-8 მიკრორაიონში დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 8 წლის ბავშვია და 40 წლის ქალი.

11 მარ 2019

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხა

მორიგი გამარჯვება იზეიმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ბორჯღალოსნებმა მეოთხე ტურში ქუთაისში, "აია" არენაზე გერმანიას უმასპინძლეს. 

10 მარ 2019

ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას შეუერთდა

ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას შეუერთდა

მსახიობ ნატა გულიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მისი სურვილია, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ამის შესახებ მან  თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტიის – „კანონი და სამართალი“, დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

10 მარ 2019

აფხაზეთში სომხებმა ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს

აფხაზეთში სომხებმა ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს

სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს, აღნიშნულ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.

10 მარ 2019

აჭარაში დედაზე ძალადობის ბრალდებით შვილი დააკავეს

აჭარაში დედაზე ძალადობის ბრალდებით შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ბათუმში დააკავეს.

10 მარ 2019

საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება

 საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. 

10 მარ 2019

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტი ცემით მოკლეს

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტი ცემით მოკლეს

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 45 წლის პაციენტი გერონტი აქუბარდია გარდაიცვალა. აქუბარდია ხონის საავადმყოფოში 14 ოქტომბერს მოათავსეს, ზუსტად ექვს დღეში კი კლინიკიდან სასტიკად ნაცემი სასწრაფომ ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

10 მარ 2019

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.

09 მარ 2019

მსოფლიოს საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების სამეულში საქართველო მოხვდა

მსოფლიოს საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების სამეულში საქართველო მოხვდა

ინტერნეტგამოცემა thetoptens-მა, რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში, ახლახან გამოაქვეყნა "მსოფლიოს საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ტოპ-10-ეული.

09 მარ 2019

100 ქულიანი მძღოლებისთვის საათობრივ პარკირებაზე შესაძლოა შეღავათი დაწესდეს

100 ქულიანი მძღოლებისთვის საათობრივ პარკირებაზე  შესაძლოა შეღავათი დაწესდეს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

08 მარ 2019

რამდენ ქალს აქვს ავიამოწმობა საქართველოში

რამდენ ქალს აქვს ავიამოწმობა საქართველოში

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი - 3, ქალი ავიამეთვალყურე - 11 და ქალი ბორტგამყოლი - 69. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 33 ინსპექტორს შორის 9 ქალია.

08 მარ 2019

ქართველი კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა

ქართველი კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა.

08 მარ 2019

საქართველოს 15 მოქალაქე ავსტრიაში დააკავეს

საქართველოს 15 მოქალაქე ავსტრიაში დააკავეს

ავსტრიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ნაწილ-ნაწილ დაბრუნდებიან.

07 მარ 2019

ამერიკაში ძებნილი პირი საქართველოში დააკავეს

ამერიკაში ძებნილი პირი საქართველოში დააკავეს

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ამერიკაში ძებნილი პირი თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

07 მარ 2019

რამდენი მიუსაფარი ბავშვია საქართველოში ბოლო მონაცემებით

რამდენი მიუსაფარი ბავშვია საქართველოში ბოლო მონაცემებით

2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.

 

 

წყარო: interpressnews

07 მარ 2019

უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება საქართველოსა და ფიჯის შორის

უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება საქართველოსა და ფიჯის შორის

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

07 მარ 2019

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

07 მარ 2019

უახლოეს მომავალში, რამდენიმე მინისტრი თანამდებობას დატოვებს

უახლოეს მომავალში, რამდენიმე მინისტრი თანამდებობას დატოვებს

უახლოეს მომავალში, რამდენიმე მინისტრი სავარძელს დაემშვიდობება. მათ შორისაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად 2020NEWS ავრცელებს.

07 მარ 2019

"ემიგრანტების დახმარებით მოვიყვანე ჯაბა აქამდე"- რას ყვება ჯაბა ბოჯგუას დედა ნანუკას შოუში

"ემიგრანტების დახმარებით მოვიყვანე ჯაბა აქამდე"- რას ყვება ჯაბა ბოჯგუას დედა ნანუკას შოუში

ჯაბა ბოჯგუას დედა, მარინა გვასალია, შვილის ისტორიას „ნანუკას შოუში“ ყვება.

07 მარ 2019

"თანახმა ვარ, როცა გარდავიცვლები ორი ორგანო მივცე მას ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს"

"თანახმა ვარ, როცა გარდავიცვლები ორი ორგანო მივცე მას ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს"

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ მზადაა გარდაცვალების შემდეგ ორგანოები მისცეს მას, ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

07 მარ 2019