როდის აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთს და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას დასჭირდება მინიმუმ 1 თვე - იუწყება „ინტერფაქსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროცესი რამდენიმე პროცედურების შესრულებას მოითხოვს. პირველ რიგში, ამის თაობაზე ბრძანება რუსეთის მთავრობამ, ტრანსპორტის სამინისტრომ და რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა უნდა მიიღოს.
დღეს სოხუმის დაცემის დღეა! ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა

სოხუმის დაცემა — ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.
დღეს სალომე ზურაბიშვილი გაეროში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროში სიტყვით გამოვა. მისი გამოსვლა საქართველოს დროით 19:00 – 20:30 საათის შუალედშია დაგეგმილი. ზურაბიშვილის გამოსვლის ზუსტი საკითხები უცნობია, თუმცა წლევანდელი გენერალური დებატების მთავარი თემა სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია.
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.