ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9 დეკემბრის დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

10 დეკ 2019

2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება

2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2020 წლიდან საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში მიღებული განათლებით კურსდამთავრებულები საქმიანობას საზღვარგარეთაც შეძლებენ.

10 დეკ 2019

საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია

საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია

საქართველოს სტატისტიკს სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცენებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რაც პირველ რიგში მაგისტრალური მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება.

10 დეკ 2019

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა EU+3 ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა EU+3 ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც "ევროკავშირი + სამი“ ფორმატის შექმნას ეხება.

06 დეკ 2019

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

ათონელის რეზიდენციის 2.8 მილიონიანი ავეჯის ისტორია

06 დეკ 2019

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი- iPay შესთავაზა. iPay არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში. iPay-ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთან, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს.

06 დეკ 2019

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში დიდი ოდენობით ყალბი ფული გაასაღეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში დიდი ოდენობით ყალბი ფული გაასაღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

06 დეკ 2019

თბილისში ახალი ავტობუსები დღეს ექვს მარშრუტზე გავიდნენ

თბილისში ახალი ავტობუსები დღეს ექვს მარშრუტზე გავიდნენ

"ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

05 დეკ 2019

5 დეკემბრის ვალუტის კურსი

5 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9573 ლარი ეღირება, ევრო – 3.2746 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8572 ლარი.

05 დეკ 2019

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი . . დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

05 დეკ 2019