„საქართველოს ფოსტამ“ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„საქართველოს ფოსტამ“ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"საქართველოს ფოსტამ" ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან სტრატეგიული ბიზნეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

03 დეკ 2019

საქსტატი: ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

საქსტატი: ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

სტატისტიკის ეროვნული სამახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

03 დეკ 2019

ჯუდიტ სლაიტერი - მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი

ჯუდიტ სლაიტერი - მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი

„საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.

03 დეკ 2019

თბილისს 54 ახალი ავტობუსი შეემატა - "დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს"

თბილისს 54 ახალი ავტობუსი შეემატა - "დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს"

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით 38 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი და 16 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა.

03 დეკ 2019

სურსათზე და უალკოჰოლო სამელებზე ფასები გაძვირდა - "საქსტატი"

სურსათზე და უალკოჰოლო სამელებზე ფასები გაძვირდა - "საქსტატი"

2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

03 დეკ 2019

ნოემბერში ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია

ნოემბერში ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია

საქსტატმა დღეს 2019 წლის ნოემბრის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო კალათის ღირებულების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის ივნისის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია, ის ამასთანავე, სებ-ის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ასეთია:

03 დეკ 2019

ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები

ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები

საქართველოში დასაქმებულების 1/3-ზე მეტი ვაჭრობის და მომსახურების სექტორშია, -ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა, კერძო სააგენტოს - HR.GE ვაკანსიების 31.5% სერვისის და გაყიდვების სფეროში დასაქმებულებზე მოდის. მაღალია მოთხოვნა ტექნიკოსებზე (22,2%), სპეციალისტებსა (15,4%) და ოფისის დამხმარე პერსონალზე (13,9%).

02 დეკ 2019

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) წინასწარი მონაცემებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, 40 პროცენტი კი აზერბაიჯანიდან.

02 დეკ 2019

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

Forbes Georgia-მ საკონსულტაციო კომპანია “ებიტ ჯგუფთან” პარტნიორობით საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ.

სამშენებლო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და შემოსავლიანი სფეროა.ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების შესახებ ამოქმედებული კანონი ქვეყნის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიებსაც შეეხო. Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით, Forbes Georgia-მ საკონსულტაციო კომპანია “ებიტ ჯგუფთან” პარტნიორობით საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში შედიან კომპანიები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც მშენებლობაა (სიაში დეველოპერული კომპანიები არ შედიან).

სამშენებლო სფეროს რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის: კომპანიების მთლიანი შემოსავლის, წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის მიხედვით შემდგარ ინდექსს ეფუძნება.

რეიტინგში შედიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე ავტომაგისტრალებსა და გვირაბებს აშენებენ.

სია ძირითადად კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დამკვეთისთვის - მთავრობისა თუ დეველოპერული კომპანიებისთვის – აშენებენ პროექტებს და ახორციელებენ სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოებს. ამასთანავე, სიაში შედიან ის დეველოპერული კომპანიებიც, რომლებიც თავადაც ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს. ისინი სიაში *-ის ნიშნით არიან აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 20 უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 1.4 მილიარდ ლარს აჭარბებდა.

რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალის უწყისშია ასახული. დეველოპერული ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს საკუთარი წლიური ანგარიშგებები გამოქვეყნებული არა აქვთ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ დეველოპერული კომპანიები ხშირად ფრაგმენტირებული სტრუქტურით საქმიანობენ - ანუ თითოეული პროექტის ასაშენებლად ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირს აფუძნებენ, ეს იურიდიული პირები კი ჰოლდინგში არ ერთიანდებიან, რაც კომპანიის რეალური ზომის შეფასებას ართულებს. აღნიშნული მიზეზების გამო, Forbes Georgia-ს რეიტინგი ძირითად აქცენტს არა დეველოპერულ, არამედ სამშენებლო კომპანიებზე აკეთებს.

 

კომპანიის სახელი

შემოსავალი ლარებში

წმინდა მოგება/ზარალი ლარებში 

მთლიანი აქტივები

1

შპს ანაგი

200,094,000.0

25,610,000.0

177,833,000.0

2

სს Hualing International Special Economic Zone*

58,852,956.0

(6,133,517.0)

716,454,251.0

3

ერთობლივი საწარმო “აზფენის” საქართველოს ფილიალი

128,544,171.0

42,721,619.0

61,683,532.0

4

შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი

129,843,076.0

10,396,879.0

133,575,329.0

5

შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში

92,563,002.0

10,365,775.0

62,530,119.0

6

ბლექ სი გრუპი

92,166,000.0

(3,737,000.0)

82,263,000.0

7

შპს ფერი

71,281,000.0

14,548,000.0

139,921,000.0

8

შპს ბურჯი

73,207,823.0

1,890,558.0

66,531,745.0

9

შპს AGE BATUM

80,662,477.0

(766,108.0)

17,455,127.0

10

შპს ას ჯორჯია

31,231,574.0

(24,967,040.0)

291,779,935.0

11

შპს ბკ კაპიტალი

57,476,885.9

4,980,752.2

28,702,462.2

12

შპს თბილი სახლი

52,469,000.0

5,459,000.0

41,395,000.0

13

შპს სისთემ ინშაათ

46,669,095.0

15,958,744.0

51,537,403.0

14

სს საქენერგორემონტი

47,568,000.0

5,397,000.0

60,232,000.0

15

შპს სინერჯი ქონსთრაქშენ

49,737,000.0

9,039,000.0

18,051,000.0

16

შპს მაქრო ქონსთრაქშენ*

28,902,000.0

3,288,000.0

160,840,000.0

17

შპს ელიტა ბურჯი

45,625,417.0

(7,203,093.0)

76,646,744.0

18

შპს დაგი

48,019,790.0

(1,361,408.0)

43,060,316.0

19

სს მეტრო მეფ

49,691,458.0

4,375,964.0

4,411,252.0

20

თავ მშენებლობა საქართველო

46,689,520.0

4,076,423.0

1,235,854.0

 

წყარო : Forbes.ge

02 დეკ 2019

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მონაცემები

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მონაცემები

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 31 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

02 დეკ 2019