დაკავებულია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

დაკავებულია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტზე 35 წლის ქალი და­ა­კა­ვა.

12 ნოე 2019

ვინ გახდა ოქროს ყვავილის ფესტივალის დედოფალი

ვინ გახდა ოქროს ყვავილის ფესტივალის დედოფალი

ქრიზანთემების - ოქროს ყვავილის ფესტივალი საგურამოში ღია ბაღის დღის ფორმატში ჩატარდა. დღესასწაულს  უმასპინძლა  ბიზნესმენმა,ქველმოქმედმა ციცინო ფუტკარაძემ, ტრადიციულად გაიმართა კონკურსი ქრიზანთემების კომპოზიციების შესაქმნელად და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ .ოქროს ყავილის ფესტივალის კულმინაცია უკვე მესამე წელია დედოფლის არჩევა გახლავთ,წელს ოქროს ყავილის დედოფალი მარიამ მელაძე და პატარა ციცია ფუტკარაძე გახდა.

 

-მარიამ მელაძე- უზომოდ ბედნიერი ვარ,ძალიან ლამაზი დღესასწაულის დედოფალი გავხდი.ამ დღეს ერთმანეთს ვჩუქნით ბედნიერებას,ეს დღე სურვილების ასრულების დღეა. მადლობა ამ პროექტის დაფუძნებელ ქალბატონ მანანა გეგიძეს და პროექტის მასპინძელს ქალბატონ ციცინო ფუტკარაძეს.

 

11 ნოე 2019

ქრიზანთემების-ოქროს ყვავილის ფესტივალი საგურამოში

ქრიზანთემების-ოქროს ყვავილის ფესტივალი  საგურამოში

ქრიზანთემების ფესტივალის ისტორია ასე დაიწყო: - მანანა გეგიძე- ჩემს ბავშობაში, აფხაზეთში ნოემბრის თვე ქრიზანთემების და ნარინჯის სურნელით გაბრუებდა,ნოემბრის მზიან ამინდებში ხშირად სახლის ზღურბლთან ჩამოვჯდებოდი და ქრიზანთემების გვირგვინს ვწნავდი.მერე უსაშველოდ მენატრებოდა ეს დღეები ეს განწყობა.ერთხელ როცა სევდა შემომაწვა წავედი, ქრიზანთემების თაიგული ვიყიდე.დიდხანს იყო ჩემს ლარნაკში ჩემი ტკბილი ნოემბრის სახსოვარი. 2005 წელს პირველად ჩატარდა ქრიზანთემების ფესტივალი ერთერთი  რეიტინგული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში,ვამზადებდით ულამაზეს კომპოზიციებს და იქვე ვასახელებდით გამარჯვებულებს.მესამე  ჩართვაში უკვე მზად იყო კომპოზიციები.

ასე დაიწყო... 

მერე განვაახლეთ 2008 წელს და 2015 წლიდან კი ყოველ წლიურად ვჩუქნით ამ ულამაზეს დღესასწაულს ჩვენს მეგობრებს.

 

-ციცინო ფუტკარაძე-მიხარია რომ ამ დღესასწაულის მასპინძელი წელს მე ვარ და ის დღეს ჩემს საგურამოს რეზიდენციაში იმართება.საოცარი დღეა სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების, დღეს ყველა სურვილი და ოცნება რეალობად იქცევა.ცაში ბუშტების გაფრენით სამყაროს სურვილებს უგზავნით,ის კი უკან გვიბრუნებს პოზიტივს.

-დღესასწაულის დედოფალი მარიამ მელაძე და პატარა დედოფალი ციცია ფუტკარაზე გახდა.ეს იყო საოცარი სანახაობა,ქრიზანთემების ფურცლები ეყრებოდათ თავზე,ტრიო მეცოს ულამაზესი სიმღერა ლაიტმოტივი იყო მთელი დღესასწაულის! მევიოლინე გოგონამ კი ცეცხლი დაანთო და ყველა ააცეკვა,სამეჯლისო ცეკვებს ულამაზესი პატარა გოგონები ასრულებდნენ.ტრადიციულად იყო კონკურსი,გამოვლინდნენ გამარჯვებულები.პირველი ადგილი მოიპოვა აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა  ირინა ქეცბამ და მისმა გუნდმა,მეორე ადგილზე გავიდა  ქალთა ბედნიერების დამფუძნებელი ქალბატონი დოდო რაზმაძე და მისი გუნდი, მესამაზე ევროპული უნივერსიტეტი ფიქრია თორია და მისი გუნდი. დღესასწაული მომავალი წლიდან ,,არტ ბურიანი რეზორტში“ დაიდებს ბინას.

11 ნოე 2019

ანა სუბელიანის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ბრალი უკვე წაყენებულია

ანა სუბელიანის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ბრალი უკვე წაყენებულია

თბი­ლის­ში, კი­ნო­თე­ატრ „ამი­რა­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს მო­ქა­ლა­ქე ანა სუ­ბე­ლი­ა­ნის და­შა­ვე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ შალ­ვა შე­ვარ­დნა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა.

 

კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა შე­ვარ­დნა­ძეს ბრა­ლი 118,1 მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე სულ 28 პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ცი­დენ­ტე­ბის დროს და­შავ­და ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რომ­ლებ­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

11 ნოე 2019

სპორის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს

სპორის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, სპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სავარაუდო თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არაა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

11 ნოე 2019

მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივაზე ლევან დავითაშვილმა გამცხადება გააკეთა

მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივაზე ლევან დავითაშვილმა გამცხადება გააკეთა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

 

„ეს პრობლემა ქვეყანაში წლებია დგას.  სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგისტრირებული მიწის მფლობელობაა. ჩვენი გუნდი წლებია ამ თემაზე მუშაობს. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ის პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ბევრი მიმართულებით არსებული საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. არსებულ კანონმდებლობაზე მუშაობის წინაპირობა იყო ის, რომ  მიწის სისტემური რეგისტრაციის წარმართვის სწორი მეთოდოლოგია ჩამოგვეყალიბებინა.  სახელმწიფო, უკვე 2020 წლიდან, მასშტაბურ და სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დაურეგისტრირებელი მიწები აღარ გვქონდეს, რაც არის საფუძველი იმის, რომ განვითარდეს მიწის ბაზარი და შესაბამისად სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს უფრო უმარტივდებათ. 2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.

 

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

07 ნოე 2019

საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ":

07 ნოე 2019

EMC-მა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა

EMC-მა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა

„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა.

 

სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული და მასში გომელაური რამდენიმე შეკითხვას პასუხობს:

 

„ვახტანგ გომელაური აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

 

მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ {სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე} მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დასაკავებული პირების ა. ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი, რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპარტამენტის უფროსს დეტალური ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა. ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, - ორგანიზაციის ინფორმაციით, ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

 

ამასთან, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შეკითხვაზე: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდ-ი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი, გომელაური აღნიშნავს: „ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება“. რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის, სუსი-ის ყოფილი უფროსის თქმით, „რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა“.

 

გომალაურს შეკითხვას უსმავენ იმაზეც, თუ რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია და რატომ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რაზეც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან , დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის“.

 

გარდა ამისა, კითხვაზე: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე, გომელაურის თქმით, „შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა“.

 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.

 

ამასთან, გოგაშვილი აღწერს, რომ 20015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი. გოგაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

 

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სუს-ის მაღალჩინოსნის, ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.

 

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ,ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი კი დათარიღებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოთი და ის ასეთი შინაარსისაა: „ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები. 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა . ამ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლია იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრების უზრუნველყოფდნენ. ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული“, - ნათქვამია ჩიმაკაძის დაკითხვის ოქმში.

 

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

 

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.

 

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.https://imedinews.ge

07 ნოე 2019

ახალქალაქის და კუმურდოს მეუფე მთელი სოფლის გალავნით შემოსაზღვრასა და შესყიდვას გეგმავს

ახალქალაქის და კუმურდოს მეუფე მთელი სოფლის გალავნით შემოსაზღვრასა და შესყიდვას გეგმავს

სოფელი ასფარა ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ისტორიულ სოფელში სულ 32 სახლი დგას და მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

ხალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებსა და ნაკვეთებს მასობრივად ყიდულობს. „ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე“, - აცხადებს მეუფე ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში.

ბინები და მიწის ნაკვეთები ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრზეა დარეგისტრირებული. 2013–18 წლებში ამ ორგანიზაციამ, რომლის დირექტორიც მეუფეა, ასფარაში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა.

მეუფეს ისპირიანების სახლის ყიდვაც სურს, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. „ჩემის სახლის ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ 3 000 დოლარი შემომთავაზეს. ამ თანხით რა უნდა ვქნა, ვერსად ვიცხოვრებ. 25 000 დოლარს თუ გადამიხდიან, მივყიდი“, – ამბობს ჰაირაპეტ ისპირიანი.

მიტროპოლიტი თითო სახლში 2500-2800 დოლარს იხდის და სოფელში „ოაზისის“ გაკეთებას აპირებს.

„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ნატურალური მეურნეობა იქნება. ყველგან კამერები დაყენდება და სახლის მფლობელს თავისი სახლის კონტროლი შეეძლება. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება.

 

 

 

საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. ბიზნესმენები გვეხმარებიან. მინდა, ნამდვილი ოაზისი გავაკეთო“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მიტროპოლიტის კომენტარს. მისივე თქმით, როცა მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.

07 ნოე 2019

ავალდებულებს თუ არა ისლამი არასრულწლოვნებს ქორწინებას

ავალდებულებს თუ არა ისლამი არასრულწლოვნებს ქორწინებას

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, კვლავ გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა გო­გო­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის შემ­თხვე­ვე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2017 წლის მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით (835 არას­რულ­წლო­ვა­ნი მშო­ბე­ლი), მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა კვლავ მა­ღა­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას არას­რულ­წლო­ვან მშო­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, 2018 წელს მშობ­ლად 715 არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა და 23 არას­რულ­წლო­ვა­ნი მამა და­რე­გის­ტრირ­და.

 

ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად, კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის ნიშ­ნო­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150’1 მუხ­ლით, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს – სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მოჰ­ყვა 16 შემ­თხვე­ვას, ხოლო 5 შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

 

ავალ­დე­ბუ­ლებს თუ არა ის­ლა­მი მუს­ლი­მებს ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბას, რა­ტომ ათხო­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან ქა­ლიშ­ვი­ლებს, მოხ­დე­ბა თუ არა ის­ლა­მუ­რი თე­მის გა­ყო­ფა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო და რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შე­ი­ხი რა­მინ იგი­დო­ვი ესა­უბ­რა.

 

- მუს­ლიმ­თა თემ­ში, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტი მუ­სი­რებს. მათ შო­რის ისიც, რომ ამას მშობ­ლებს ის­ლა­მი ავალ­დე­ბუ­ლებს. თქვენ, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რომ გან­გვი­მარ­ტოთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ის­ლა­მი ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით და ადა­თის მი­ხედ­ვით, არის თუ არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გოგო ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა გა­თხოვ­დეს?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას ის­ლა­მი, რო­გორც რე­ლი­გია, კარ­გად არ აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, კარ­გად არ ეს­მით გან­მარ­ტე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იცი­ან რე­ლი­გია. ეს კი მათ პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­სა და არას­წო­რი ადა­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რად კონ­კრე­ტუ­ლი თემი, არა მხო­ლოდ მუს­ლი­მე­ბი, სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დევ­რე­ბიც გარ­კე­ვულ ადათ-წე­სებს, მავ­ნე ჩვე­ვებს, რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით ამარ­თლე­ბენ ხოლ­მე, რაც არის არას­წო­რი. თვი­თონ ის­ლამ­ში, ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ არის რა­ი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ან კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ ის­ლამ­ში მო­ზარ­დებს, გარ­კვე­ულ ასაკ­ში მიღ­წე­ვი­სას ევა­ლე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ასა­კი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

 

ქორ­წი­ნე­ბა ის­ლამ­ში მო­სა­წო­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. მუს­ლი­მი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი გინ­და თუ არა ოჯა­ხი შექ­მნას, მაგ­რამ თუ და­ქორ­წინ­დე­ბი, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ოჯა­ხის რჩე­ნა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წყვი­ლი გა­და­წყვეტს და­ქორ­წი­ნე­ბას, მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლია არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი. ამას რე­ლი­გია ავალ­დე­ბუ­ლებს. მარ­თა­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს რე­ლი­გი­ა­ში, რი­თაც მიხ­ვდე­ბით რა ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ლა­მი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ თვლის ქორ­წი­ნე­ბას. მე­ო­რე არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ორი­ვე, გო­გოც და ბი­ჭიც მზად უნდა იყ­ვნენ და ბავ­შის აღ­ზრდა -გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, მე­სა­მე არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნა, თუნ­დაც ორ­სუ­ლო­ბის­თვის და ცოლ-ქმრუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა. მე­ო­თხე - ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნაა. ამ ოთხი­ვე კრი­ტე­რი­უმს წყვი­ლი თუ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ლა­მი ქორ­წი­ნე­ბას და­საშ­ვე­ბად თვლის, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ასაკს არ უთი­თებს.

 

- თქვენ ახ­სე­ნეთ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი ის­ლა­მის გა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ ფიქ­რობთ, მშობ­ლე­ბი გან­გებ ხომ არ იყე­ნე­ბენ ის­ლამს თა­ვის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად? ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ხომ არაა სა­ჭი­რო?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არას­წო­რი, მავ­ნე ადათ-წე­სე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ჩვენს თემ­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ 18 წელს გა­დაც­და და არ გა­თხოვ­და, მას უკვე ში­ნა­ბე­რად მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ გოგო 18 წლამ­დე გა­ა­თხო­ვოს, რათა ში­ნა­ბე­რას სტა­ტუ­სი არ მი­ე­ნი­ჭოს, რაც რა თქმა უნდა, არას­წო­რი და მავ­ნე ტრა­დი­ცი­აა. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს არის. ასე­ვე, მშობ­ლე­ბი გო­გოს ყო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იხ­სნი­ან. თქვენ იცით, რომ ქა­ლიშ­ვილს ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. და­ვუშ­ვათ, ოჯახს უჭირს და მათი გოგო მდი­დარ ბიჭს მო­წონს... ფიქ­რო­ბენ, რომ თუ მდი­დარ, შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს გაჰ­ყვე­ბა, რაც მალე გა­ა­თხო­ვე­ბენ და თა­ვის ად­გილს იპო­ვის, უკე­თე­სია.

 

ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ოჯა­ხე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ძი­რით­დად მა­მა­კაც­მა უნდა იმუ­შა­ოს და არა - გო­გომ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლა­ში და­ხარ­ჯუ­ლი ფული ტყუ­ი­ლი ჰგო­ნი­ათ. ამი­ტო­მაც, არ ას­წავ­ლი­ან. თუ უფრო მორ­წმუ­ნე და ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხე­ბია, იქ გო­გოს და­საქ­მე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და იქ ძი­რი­თა­დად ბიჭ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ას­წავ­ლონ და გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნონ, ვიდ­რე გო­გოს.

 

 

 

- თქვენ გყავთ გო­გო­ნა? უწყობთ ხელს სწავ­ლა­ში?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, მე ქა­ლიშ­ვი­ლი არ მყავს, ბი­ჭე­ბი მყავს შვი­ლე­ბი, მაგ­რამ ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ვი­საც ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ რომ გო­გო­ზე იზ­რუ­ნონ, რათა ის­ლა­მის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნა მშობ­ლე­ბი­სათ­ვის არის დიდი წყა­ლო­ბა ღმერ­თის­გან, რად­გან ის­ლამ­ში ასე­თი აზრი არ­სე­ბობს : "სა­მო­თხე დე­დის ფე­ხებ ქვეშ არის გა­გე­ბუ­ლი" და შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა, ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის არის დიდი წყა­ლო­ბა

 

- თქვენ რა ასაკ­ში მო­იყ­ვა­ნეთ ცოლი და მას თუ აძ­ლევ­დით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ლე­ბას?

 

- მე, რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დი, ჩემი მე­უღ­ლე 22 წლის იყო. მას მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, უმაღ­ლეს­ში არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ კურ­სებ­ზე და­დი­ო­და, რაც მას აინ­ტე­რე­სებ­და. დღე­საც ენის კურ­ზე და­დის. პრობ­ლე­მა არ მაქვს. თუ მას სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს, რომ ის­წავ­ლოს.

 

- მინ­და, გარ­დაბ­ნის სო­ფელ თა­ზა­ქენდში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­ვიხ­სე­ნო, როცა გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელს, ჰა­მიდ სა­დი­კოვს, სოფ­ლის ცენ­ტრში ის­ლა­მის თე­მის უხუ­ცე­სებ­მა ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს და სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცჰ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს... რო­გორ აფა­სებთ ამ მიდ­გო­მას უხუ­ცე­სე­ბის მხრი­დან? რე­ლი­გი­უ­რად ასე­თი ქმე­დე­ბა რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია?

 

- მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ფაქტს, რომ რო­გორც ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბელ­მა და ახალ­გაზ­რდა პი­როვ­ნე­ბამ თა­ვი­სი აზრი და­აფ­ქ­სი­რა. მისი სრუ­ლი უფ­ლე­ბა იყო და მე ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლიც იყო, რომ მსგავს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ეს პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. მე მას მხარს ვუ­ჭერ, მაგ­რამ მის და­წე­რილ სტა­ტუს­ში არ­სე­ბობს კრი­ტი­კა, ასე­ვე იყო შე­უ­რა­ცხყო­ფაც. ჩემი აზ­რით, ის, რა­მაც დიდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მის სტა­ტუს­ში არ­სე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი იყო. ის­ლა­მის რე­ლი­გი­ა­ში ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მია: ყო­ველ­თვის აკ­რი­ტი­კეთ, მაგ­რამ ნუ შე­უ­რაცმყოფთ. აქამ­დე მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სტა­ტუ­სი და­წე­რი­ლა, მაგ­რამ არას­დროს მსგავ­სი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან მან უხუ­ცე­სე­ბი შე­უ­რა­ცხყო, ამან დიდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

- რო­გორ ფიქ­რობთ, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მუს­ლი­მებ­თა თე­მის გახ­ლე­ა­ჩას ხომ არ გა­მო­იწ­ვევს?

 

- ჩვენ გვქონ­და მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ­დით, რომ შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ თავი ად­რე­ულ ასაკ­ში შვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის­გან, სკო­ლი­დან მო­წყვე­ტის­გან და ოჯა­ხურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვის­გან. ვფიქ­რობ, არ მოხ­დე­ბა თა­ო­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან თით­ქმის უკვე ყვე­ლამ იცის, რომ ეს არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი და ეს ქმე­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დას­ჯა­დი­ცაა. ჩვენც ჩვე­ნის მხრივ, რო­გორც მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო, რე­გი­ო­ნებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შეხ­ვედ­რებს ხში­რად გავ­მარ­თავთ.

 

- ადრე უფრო ხში­რად ხდე­ბო­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი და მუს­ლიმ­თა ახალ­გაზ­რდო­ბა ხმას არ იღებ­და თუნ­დაც მო­ტა­ცე­ბის, ან გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტებ­ზე. ახლა რა შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სა­ჯა­როდ?

 

- 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ უმაღ­ლეს­ში სწავ­ლა სა­ჭი­როა, რომ რა­ღაც პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლო. ეს ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 20-22 წლის შუ­ა­ლე­დებ­ში თა­მა­შობს, ხოლო ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ო­ლო­ო­გი­უ­რად და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ადრე მწიფ­დე­ბი­ან, იქ შე­იძ­ლე­ბა ეს ასა­კი უფრო და­ბა­ლიც იყოს. ანუ დრო­ი­სა და ად­გი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კრი­ტე­რი­უ­მებს, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი ასა­კი ჰქონ­დეს. ბოლო პე­რი­ოდ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­რი­ცხვის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდამ სტი­მუ­ლი მის­ცა სხვა მო­ზარ­დებ­საც, რომ მა­თაც ის­წავ­ლონ. მიხ­ვდნენ, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ქორ­წი­ნე­ბა და სა­ო­ჯა­ხო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვა ხელ­საყ­რე­ლი არ არის. სწო­რედ ეს იყო წარ­მა­ტე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, ამი­ტო­მაც ამან გა­მო­იწ­ვია პრო­ტეს­ტი ადა­მი­ა­ნებ­ში და აზ­რის შეც­ვლა, რაც მათ გან­ცხა­დე­ბებ­შიც აი­სა­ხა.

https://www.ambebi.ge

07 ნოე 2019