მიხეილ კალანდია:ძალიან ვწუხვარ,რაც მოხდა, მაგრამ,სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია

მიხეილ კალანდია:ძალიან ვწუხვარ,რაც მოხდა, მაგრამ,სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია

მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში.-მიხეილ კალანდია

20 ნოე 2019

სვანეთში, რაჭაში, ხულოსა და სხვა რეგიონებში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

სვანეთში, რაჭაში, ხულოსა და სხვა რეგიონებში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ცეცხლი ჩამქრალია აჭარაშიც, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში. ადგილზე 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, რაჭაში - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირთან და ხიდეშლებთან ახლოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსთან ახლოს ტყის ქვედა საფარის ხანძრები ლოკალიზებულია. ცეცხლის არცერთი ღია კერა არ არსებობს. დილიდან განახლდა დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

წყარო : 

https://mtisambebi.ge/news/ecology/item/1085-svanetshi,-rachashi,-xulosa-da-sxva-regionebshi-tybis-xanwrebi-lokalizebulia

20 ნოე 2019

IRI:ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება 23% მიიღებდა

IRI:ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება 23% მიიღებდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები

20 ნოე 2019

როგორ შევიძინოთ ავტომობილი საქართველოში?

როგორ შევიძინოთ ავტომობილი საქართველოში?

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში საავტომობილო ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. მიუხედავად ომის შემდგომი კრიზისისა და ამ ფონზე გაყიდვების შემცირებისა, საავტომობილო ბაზარი სტაბილურად მიიწევს წინ და მას ახალი მოთამაშეებიც ემატებიან, რომლებიც მომხმარებლებს მანქანის შესაძენად კიდევ უფრო მეტად ინოვაციურ პირობებს სთავაზობენ. ამავდროულად, იხვეწება მომსახურების ხარისხიც: თუ ადრე განვადებისა და შემდგომ დაზღვევისთვის ცალ-ცალკე უნდა მიემართა მყიდველს ბანკისა თუ სადაზღვევო კომპანიისთვის, ახლა ყველას შეუძლია სრული სერვისი უშუალოდ მანქანის შეძენის ადგილას მიიღოს.

მიუხედავად ამისა, ხშირია მოსაზრება, რომ მომხმარებელი მაინც არ არის კარგად ინფორმირებული, ამისათვის კი შევეცადე სწორედ მომხმარებლის პოზიციიდან დამენახა, თუ რას სთავაზობენ დილერები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს და რამდენად მოსახერხებელია მათი შეთავაზებები მყიდველისათვის.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ და პოპულარულ ავტობრენდს Toyota წარმოადგენს, რომლის ოფიციალური დილერი „ტოიოტა ცენტრი თბილისია". კომპანია 1998 წლის 1 ნოემბრიდან „ტოიოტა მოტორ კორპორაციის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას ბრენდის ახალ მანქანებს, ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე სრულ სერვისს. ამჟამად ავტოცენტრში ტოიოტას მარკის 13-ზე მეტი მოდელია წარმოდგენილი. ავტომობილების მინიმალური ღირებულება 17000 აშშ დოლარიდან იწყება, აღნიშნულ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ Toyota Yaris-ი, ხოლო ცენტრში წარმოდგენილი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელის Toyota Land Cruiser 200-ის შესყიდვა 78 000 დოლარად არის შესაძლებელი. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მოთხოვნილი პროდუქტი ტოიოტას მოდელებში: Prado და Land cruiser-ია.
მომხმარებელი, რომელიც არჩევანს ტოიოტას რომელიმე მოდელზე შეაჩერებს, მიიღებს სამწლიან გარანტიას ან 100 000 კმ-იანი გარბენი - რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
თუ თქვენ საკმარისი თანხა არ გაქვთ და აპირებთ მანქანის ავტოგანვადებით შეძენას, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ავტოსალონშივე შემოგთავაზებენ განსხვავებულ და მრავალფეროვან პირობებს. შეგახსენებთ რომ განვადებით ავტომობილის შეძენისას დაზღვევა სავალდებულოა.

ტოიოტა რავ 4-ზე ბანკ „რესპუბლიკას" აქვს საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური განვადების პირობები, ტოიოტას სათავო ოფისთან ერთად შეთანხმებული კობრენდირებული აქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ავტომობილის განვადებით შეძენისთვის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს RAV 4, რომლის ღირებულებაც $28 500-ია, ბანკი „რესპუბლიკა" სთავაზობს შემდეგ პირობებს: 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში 5-წლიანი განვადებით სარგებლობისას ყოველთვიური შენატანი იქნება $438, ამასთან ერთად კი საჩუქრად მიიღებთ 6-თვიან დაზღვევას და საწვავით სავსე ავზს. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკ „რესპუბლიკის" მოხელფასე კლიენტებისთვის 0%-იანი თანამონაწილეობაც დასაშვებია; სხვა ბანკის კლიენტებისთვის კი - 20%. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლები სტატისტიკურად აღნიშნული ტიპის გამოთვლას ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას.

რაც შეეხება სადაზღვევო პირობებს, „ჯიპიაი ჰოლდინგი" ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაზღვევის ორ პაკეტს სთავაზობს. ესენია: პოლისი „ავტო კლასიკი ნაწილობრივი" (ეკონომიური პაკეტი), სადაც მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა ფინანსდება და პოლისი „ავტო კლასიკი სრული", რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევასთან ერთად ითვალისწინებს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, მინების, სარკეების ცალკეული დაზიანების, საგნების ვარდნის, ვანდალიზმის (სხვა პირის მიერ ბოროტგანზრახული დაზიანების), სტიქიური მოვლენების (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა) დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. პოლის „ავტო კლასიკის" ყველა მფლობელისთვის გათვალისწინებულია უფასო სერვისები მთელი წლის განმავლობაში: სითი პარკის ერთწლიანი უფასო პარკირება; მანქანის ადგილზე რეცხვა Smart Wash-ი; მომსახურების პაკეტი თეგეტა მოტორსში; ავტოასისტანს პლუსი - ნასვამი მძღოლის მომსახურება.

ახალი ავტომობილების გაყიდვების სეგმენტში, 1998 წელს ჰიუნდაის ოფიციალურ პარტნიორად წარმოდგენილი "Hyundai Auto Georgia", ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს, ამჟამად სულ 21-ზე მეტი ავტომოდელია წარმოდგენილი. ფასები 11 500 დოლარიდან 75 000 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე იაფად ჰიუნდაი i10-ის შეძენა შეგიძლიათ (11500 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული ეგრეთ წოდებული Luxury ხაზის მოდელებია - Centennial/EQUUS (75 000 აშშ დოლარი) და GENESIS (72 000 აშშ დოლარი). კომპანიაშივე ავტომობილის შეძენის გარდა შეგიძლიათ მანქანის ნაწილების, აქსესუარების შეძენა და ტექნიკური მომსახურების მიღება.

ჰიუნდაის წარმომადგენლობა ქართველ მომხმარებელს სხვა კომპანიებისადან განსხვავებულ და საკმაოდ საინტერესო საგარანტიო პირობებს სთავაზობს. ავტომობილი გარანტიას ექვემდებარება გაყიდვის დღიდან 5 წლის განმავლობაში ულიმიტო გარბენით. (ძრავა, კოლოფი, ხიდები, ელექტრობა - 5 წელი ულიმიტო გარბენით, აუდიოსისტემა 3 წლის გარანტიით ან 100 000კმ., აკუმულატორი: 2 წ. ან 40 000 კმ, სავალი ნაწილი: 1 წ. ან 30 000 კმ, ძარის გამჭოლი კოროზია 5 წ.)

თუმცა ჰიუნდაის მანქანების საგარანტიო პირობებში არის გამონაკლისი შემთხვევებიც, რა დროსაც მანქანაზე გარანტია არ ვრცელდება, ასეთად შეგვიძლია დავასახელოთ ბუნებრივი მოვლენით, უხეში მოპყრობით ან უხარისხო საწვავით გამოწვეული დაზიანებები, ასევე სხვა წვრილმანი ტექნიკური დეტალები, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ხუნდების ან საქარე მინის საწმენდების შეცვლა და სხვა.
კომპანია ავტომფლობელებს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი სახის მომსახურება უნდა ჩატარდეს ჰიუნდაის სერვისცენტრში ან ჰიუნდაის სადილერო მომსახურების ცენტრში. ასევე სავალდებულოა სერვისის ჩანაწერების შენახვა და საჭიროებისას წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილს გარანტია მოეხსნება.

ზაფხულის განმავლობაში ჰიუნდაისა და ბანკ „რესპუბლიკას" აქვთ ერთობლივი აქცია, რაც გულისხმობს ნებისმიერი ავტომობილის შეძენისას ღირებულების ნაწილის საჩუქრად გადაცემას ანუ cash back-ს. აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ბანკ „რესპუბლიკის" ავტოგანვადებით სარგებლობისას. მაგალითად: HYUNDAI i 10-ის შეძენისას, რომლის ღირებულებაც არის $11 550, მომხმარებელი ბანკისგან საჩუქრად მიიღებს $577-ს და დახარჯავს სურვილისამებრ. ასევე დამატებით საჩუქრად მას ჯი-პი-აის 6-თვიანი ავტოდაზღვევა გადაეცემა (რაც ამ ღირებულების ავტომობილის შემთხვევაში თანხობრივად $202-ს შეადგენს); აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაზღვევის პაკეტი მომხმარებლისთვის ძალიან მიმზიდველია (გათვალისწინებულია სეტყვაც და სხვა მრავალი შემთხვევა, რომელსაც სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს ხოლმე).

რაც შეეხება ყოველთვიურ შენატანებს, 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, 60-თვიანი განვადებით სარგებლობისას მომხმარებელი ყოველ თვეს ს $194-ს შეიტანს.
მომხმარებლებისათვის საინტერესო შეთავაზებები აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აის". კომპანიას ავტოდაზღვევაში სამი ტიპის პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. ესენია: „ავტო კლასიკი", „ავტო ლეიდი" და „ავტო დელუქსი". „ავტო ლეიდისა" და „ავტო კლასიკს", თითქმის განსხვავებული დაფარვები აქვთ, გამონაკლისია 24-საათიანი „ავტო ასისტანსი", რომელსაც კომპანია მხოლოდ ქალბატონებს სთავაზობს, რაც შეეხება დანარჩენ დაფარვებს, ორივე პროდუქტი ფარავს სრულ დაზიანებას ავტოსაგზაო ხანძრის, აფეთქებისა და ვანდალიზმის, სტიქიური უბედურებების, ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის შემთხვევებისას, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნაწილობრივ დაზიანებისას და ლაფეტის უფასო მომსახურებას.

„ავტო დელუქსი" „ალდაგი ბისიაის" ექსკლუზიური პროდუქტია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ზარალის დროს ავტომობილის დროებით ჩანაცვლებას იმავე კლასის ავტომობილით. და რაც მომხმარებლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა შეუზღუდავი უფლებამოსილება მძღოლებისათვის, რაც გულისხმობს, რომ ბრალეულობის მიუხედავად კომპანია მაინც ანაზღაურებს ზარალს. შეგიძლიათ აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად დამატებით შეიძინოთ მინებისა და სარკეების, ასევე ყველა რისკის დაზღვევა ნულოვანი ფრანშიზით და მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა.

საქართველოს საავტომობილო ბაზრის 45,5 % „იბერია ბიზნეს ჯგუფს" (IBG) უკავია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს. კომპანია მოიცავს როგორც ავტომობილების გაყიდვას, ასევე ავტოსერვისს, ავტოსათადარიგო ნაწილებს, ზეთებსა და საბურავებს. საქართველოში IBG შემდეგი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია: Volkswagen-ი, Audi, Skoda Auto, Kia Motors-ი, Renault, Mitsubishi Motors-ი, Peugeot. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მოთხოვნილი ბრედი კი Kia Motors-ია, რომლის ოფიციალური დილერად ჰოლდინგი 2007 წლის ნოემბერში იქცა. „კია" კორეული საავტომობილო ბრენდია, რომლის წარმატებასაც ქართულ საავტომობილო ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასი, შთამბეჭდავი საგარანტიო პირობები, ხარისხი და მიმზიდველი დიზაინი განაპირობებს. „კია მოტორსი" მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი მოდელების ფართო არჩევანს, სალონში მუდმივად არის წარმოდგენილი თითქმის მთელი სამოდელო რიგი - დაწყებული ეკონომ-კლასით, დამთავრებული წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილებით. ამჟამად „კია მოტორსში" წარმოდგენილია 11 მოდელი. ყველაზე დაბალი ფასით A კლასის მანქანა Kia Picanto გამოირჩევა, მისი ღირებულება 10 700 აშშ. დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული 50 000 აშშ. დოლარად შეფასებული Kia Quoris-ი გახლავთ. ქარხნული საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს, "Kia Motors Georgia" გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში. შესაძლებელია უპროცენტო განვადების გაფორმება და მეორეული ავტომობილის ჩანაცვლება ახლით.

კომპანიას მომხმარებლების მიმართ გააჩნია გარკვეული საგარანტიო ვალდებულებები: ავტომობილის ექსპლუატაციისას რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს „კიას" ავტორიზებულ სერვისცენტრს; ავტომობილმა უნდა გაიაროს გეგმიური ტექნიკური მომსახურება ყოველ 8 000 კმ გარბენზე, თუ ორიგინალი სათადარიგო ნაწილის შეცვლა მოხდა საგარანტიო ვადის პერიოდში, მაშინ მისი საგარანტიო ვადა იწურება ავტომობილის გარანტიასთან ერთად.

თუ ავტოგანვადების გაკეთებას „ვითიბი ბანკში" გადაწყვეტთ, ავტოსესხით სარგებლობის ზოგადი პირობები შემდეგია: პირველადი შენატანი - მინ. 15%; საპროცენტო განაკვეთი 0% -დან 15% -მდე; ვადა - მინიმუმ 3 თვე, ხოლო მაქსიმუმ 5 წელი.
„ვითიბი ბანკი" ერთადერთი ბანკია საქართველოში, სადაც ნებისმიერი ავტოსესხი მტკიცდება 20 წუთში, ანუ 20 წუთში კლიენტს უმტკიცდება კრედიტი და დაახლოებით 1 სააათში შეუძლია სალონიდან ახალი მანქანით წავიდეს.

საბუთებიდან კლიენტს მხოლოდ პირადობის მოწმობა სჭირდება. „ვითიბიბანკში" ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს საჩუქრად ავტომობილის 6 თვის დაზღვევას გადასცემს. 28 მაისიდან კი „ვითიბი ბანკი", „კია მოტორსთან" ერთად, სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს: „კიას" ავტოსალონებში, Kia Cerato-ს, Kia Soul-ისა და Kia Cee'd-ის ყველა მყიდველი საჩუქრად მიიღებს უნიკალურ პაკეტს: 3-წლიან უფასო სერვისს ავტომობილზე (აქციით სარგებლობა შესაძლებელია 28 მაისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით და მხოლოდ „ვითიბი ბანკის" განვადების შემთხვევაში).

1 წლამდე ვადით განვადების შემთხვევაში შესაძლებელია 0%-იანი განვადება, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში გადასახადი თვეში 270 აშშ დოლარიდან იწყება. განვადების მაქსიმალური ვადა 5 წელია. ამასთან ერთად ყველა მყიდველი დასაჩუქრდება ავტომობილის უფასო დაზღვევით 6 თვის მანძილზე.
Kia Cerato, Kia Soul-ი და Kia Cee'd-ი 2013 წლის უახლესი მოდელებია. ავტომობილების ფასი შესაბამისად 16 500, 19 300 და 19 200 აშშ დოლარიდან იწყება.

სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი" ახალი ბრენდია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება. კომპანიამ, დღემდე განხორციელებული ინოვაციური აქტივობებით, შეიძინა ყველაზე სწრაფად განვითარებადი სადაზღვევო კომპანიის სტატუსი. სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა ავტომზღვეველებს შორის. „არდი ჯგუფი" მომხმარებელს სთავაზობს 4 პაკეტს: კასკო „ოპტიმისტი" - 3,9%, კასკო „სტანდარტი" - 4,2%; კასკო „ექსტრა" - 5,5%; კასკო „აბსოლუტი" - 6,5%; თითოეულ პაკეტში ტარიფის ზრდასთან ერთად იზრდება როგორც დაფარული რისკების რაოდენობა, ასევე დამატებითი მომსახურება.

თუ თქვენ ყურადღებას kia Quoris-ზე შეაჩერებთ, რომელიც 50 000 აშშ. დოლარი ღირს, ამ შემთხვევაში „არდი ჯგუფი" შემოგთავაზებთ ყველაზე პოპულარულ და ხშირად მოთხოვნილ პაკეტ „აბსოლუტს", რომელიც კვარტალურად 2900 დოლარი (6,5% ის ნაცვლად 5,8%) ღირს, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 2800 დოლარი (6,5% ის ნაცვლად 5,6%), რომელსაც, გარდა იმისა, რომ მოიცავს ყველა სადაზღვევო რისკს, ემატება ისეთი რისკები, როგორიცაა უხეში გაუფრთხილებლობა, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, არასწორი პარკირება და სხვა რისკები, რომლებიც სხვა კომპანიებში, როგორც წესი, გამონაკლისად ითვლება. ამასთანავე მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა 2000 აშშ დოლარის ლიმიტით და მანქანაში მსხდომი მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა 8000 აშშ დოლარის ლიმიტით ( აქ, რა თქმა უნდა, შეიძლება დამატებითი გადასახადით ლიმიტების გაზრდა მაგ: 10 000, 25000, 50 000 და მეტი) ასევე ისეთი დამატებითი მომსახურებები, როგორიც არის: თბილისსა და თბილისის შემოგარენში 25 კილომეტრის რადიუსით ტექდახმარება (საბურავის გამოცვლა, მანქანის დაქოქვა, საწვავის მიწოდება).

„არდი ჯგუფის" „ნოუჰაუ" სადაზღვევო შემთხვევის დროს 250-ლარიანი საპატრულო პოლიციის ჯარიმის ანაზღაურებაა.
ერთიანად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 12 თვის პრემია და აგრეთვე „არდი ქარდი", რომლითაც კლიენტი მიიღებს 50-ზემეტ სხვადასხვა სფეროსა და სექტორის კომპანიაში ფასდაკლებებსა და ბონუსებს, მაგ: ფოლკსვაგენის ცენტრში უფასო დიაგნოსტიკა წელიწადში ორჯერ, ფასდაკლება ზეთებზე, საბურავებზე, ფასდაკლება კლუბებში, რესტორნებში, კაფეებში, სამრეცხაოებში, აუზებზე, ფიტნეს-ცენტრებში, და აშ. ამასთანავე „არდი ქარდის" მფლობელები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ მინუს 4-თეთრიანი ფასდაკლებით ლუკოილის ყველა საწვავზე ( გარდა რეგულარისა) იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიცვლება ფასი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ავტოსალონებსა და ავტოჰაუსებს, შეთანხმების მიხედვით კონკრეტულ სალონთან „არდი ჯგუფს" აქვს ექსკლუზიური რა თქმა უნდა, შედარებით იაფი ტარიფი.
2010 წლიდან საქართველოს საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა მოტორსის" შვილობილმა კომპანიამ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა" PORSCHE-სა და MAZDA-ს ოფიციალური იმპორტირება დაიწყო.
„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსში" მიმდინარე გაყიდვების ლიდერი სედანის ტიპის ავტომობილი Mazda 6-ია. სექტემბრიდან საქართველოს წარმომადგენლობა შეუერთდება მსოფლიო სიახლეებს და გასაყიდად გამოიტანს ახალ Mazda 6-ს. , რომლის ფასიც 22 000 აშშ დოლარიდან დაიწყება და Mazda CX5-ს, რომლის ფასიც 26 000 აშშ დოლარიდან დაიწყება. მიმდინარე მონაცემებით „მაზდას" მოდელებში ყველაზე იაფი მანქანა 19 900-დოლარიანი Mazda 3-ია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული 36 200 აშშ დოლარად შეფასებული Mazda CX-9. „მაზდას" ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება თითქმის ყველა ბანკის განვადება.

განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობენ კომპანიის წარმომადგენლები PORSCHE-ს მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ, რადგან „პორშე" პრემიუმ-კლასის მანქანაა და ინდივიდუალურ გაყიდვებზეა გათვლილი. „პორშეს" The best seller ავტომობილებს შორის, ლიდერობს Cayenne, რომლის ღირებულებაც 49 000 ევროა (კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ევროში ადგენს „პორშეს" ფასებს და სწორედ ევროს ეკვივალენტში ყიდის), ხოლო მეორე ადგილს 65 000 ევროდ შეფასებული Panamera იკავებს. „პორშეს" ავტოცენტრში ამ მარკის ყველა მოდელია წარმოდგენილი. ესენია: Boxster-ი, Cayman-ი, 911, Panamera, Cayenne.

ავტომობილის შეძენის შემთხევაში „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" მომხმარებელს სთავაზობს 2-წლიან გარანტიას, 9-წლიანი გარანტიის გაგრძელების პერსპექტივით.

„პორშეს" კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დღემდე მხოლოდ ერთეული პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც „პორშეს" მოდელი განვადებით გაყიდულა. რაც შეეხება დაზღვევას, წამყვან სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ექსკლუზიური შეთავაზება „პორშეს" დაზღვევაზე, ამიტომ კლიენტი თავად აკეთებს არჩევანს, რომელ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას ანდობს თავის მანქანას.

წყარო : http://forbes.ge/news/174/rogor-SeviZinoT-avtomobili-saqarTveloSi%3F

19 ნოე 2019

ტყე იწვის სვანეთშიც, ცეცხლი სულ მცირე 10 ჰექტარზეა გავრცელებული

ტყე იწვის სვანეთშიც, ცეცხლი სულ მცირე 10 ჰექტარზეა გავრცელებული

ხანძარია სვანეთშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში მიუდგომელ ადგილას არის გავრცელებული. ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანება შეინიშნება მესტიასა და მიმდებარე სოფლებშიც.

როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, 18 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას, მაგრამ უშედეგოდ.

„არავის სცალია ალბათ ახლა სვანეთისთვის და ტყისთვის - თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო. უმნიშვნელოვანესი ადგილი იწვის, სასწრაფოდ სჭირდება შველა. ცეცხლი ხმელ ფოთლებსაც უკიდია და ხეებსაც, თან სწრაფად ვრცელდება. დღეს გვითხრეს, ვერტმფრენი ვერ ჩაერთვება, რადგან კვამლიაო. მესტიაშიც კი კვამლია უკვე“, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის განცხადებით, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში ისინიც მონაწილეობენ და ამდენი მეხანძრე მაშველი არ უნახავთ.

მუჯირის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

სვანეთში მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტყე იწვის სოფელ ეცერშიც, გვალდერის ტერიტორიაზე.

„ორიოდე კაცი როგორ ჩააქრობს ამხელა ხანძარს? ხელისუფლება წყლით რუსთაველის გამზირზე წუწაობს და სად სცალია ამ პრობლემისთვის. სრული მობილიზაცია აქ გამოგეცხადებინათ, სადაც ბუნება ნადგურდება, თუ მხოლოდ ამაზონის ტყეების ჭირისუფლობა გვევალება? სად არის სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი? ახლა ამოიღეთ ხმა, საკუთარი ბიზნესების დაცვას რომ გადააყოლეთ მთელი ქვეყანა“, - ამბობს მანანა საღლიანი.

ხანძარია რაჭის ტყეებშიც, სოფელ ხიდეშლების მახლობლად და ურავის ხეობაში.

19 ნოე 2019

ნარკოტიკი რომელსაც შეუძლია უკონტროლო,აგრესიული ქმედება გამოიწვიოს

ნარკოტიკი რომელსაც შეუძლია უკონტროლო,აგრესიული ქმედება გამოიწვიოს

 

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალგაზრდა მამაკაცის მიერ, დედისა და დის სავარაუდო თვითმკვლელობას ეხმიანება:

საზარელი მკვლელობა თბილისში, ატენის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც სიცოცლე თვითმკვლელობით დაასრულა.

35 წლის ლევან აბაშიძეს, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული. იგი წარსულში ნასამართლევი იყო.მოკლულია 60 წლის ირინა გედევანიშვილი და თამარ აბაშიძე.

ატენის ქუჩაზე მოკლულების ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, აღნიშნული ვერსია ადგილზე მყოფი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა.

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წერს:

„კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია ატენზე – ვერსია ბევრია, თუმცა ნარკოტიკიც ურევია ამ ვერსიებში და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფთიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ იმედია ექსპერტიზა დაადგენს ნამდვილ მიზეზებს ,თუმცა ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი! საგანგაშოა მდგოამრეობა და ძაან რთული საკონტროლოა დღეს ეს მდგომაროება. სამწუხაროდ ისევ არსებობს აფთიაქები რომლებიც ყიდიან სიკვდილს, არიან კოლეგები რომლებიც გარკვეული საფასაურის გამო უწერენ ამ პრეპრატებს და წუთითც არ ფიქრდებიან რას აკეთებენ. მიწაშია ჩამარხული ბევრი ნარკოტიკი და ელოდება თავის მყიდველს ! რა არის გამოსავალი – დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი და კანონის შეცვლა. მაგრამ სად გვცალია მაგისთვის“ – წერს ზურაბ სიხარულიძე.

 

 

18 ნოე 2019

შავი ჭირის კერები აქაცაა, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას ქვეყანაში - პაატა იმნაძის განცხადება

შავი ჭირის კერები აქაცაა, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას ქვეყანაში - პაატა იმნაძის განცხადება

ჩინეთში შავი ჭირით ორი ადამიანი დაავადდა. ისინი საავადმყოფოში მკაცრი კონტროლის ქვეშ გადიან მკურნალობას.

14 ნოე 2019

რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე განხორციელდება.

„დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ნოე 2019

კახეთში 3 პირი დააკავეს ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში თაღლითობის ბრალდებით

კახეთში 3 პირი დააკავეს ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში თაღლითობის ბრალდებით

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი მ. ც., 1968 წელს დაბადებული დ.ტ. და 1981 წელს დაბადებული ზ. ს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ ამ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.

 

სამართალდამცველებმა დაზარალებულების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის აღმოჩენისთანავე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

14 ნოე 2019

რას გულისხმობს წესის აგება და ნიშნავს თუ არა ის ბილეთს სამოთხეში

რას გულისხმობს წესის აგება და ნიშნავს თუ არა ის ბილეთს სამოთხეში

 

5 ნო­ემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ა­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ღუ­პულ 24 წლის შაკო ბა­რა­მი­ძეს, რო­მე­ლიც "გირ­ჩის" რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წევ­რი იყო, ად­გი­ლობ­რივ­მა მღვდელმსა­ხუ­რებ­მა წესი არ აუ­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა "გირჩმა" გა­ავ­რცე­ლა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მი­მარ­თა:

 

"მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის ასა­გე­ბად, ოჯახ­მა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მი­მარ­თა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თქმით, ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც “ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის” მოწ­მო­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი, ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლიტ სა­ბას­გან, აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ წე­სის აგე­ბა.

 

ამ შემ­თხვე­ვის გამო, კვი­რას “ბიბ­ლი­ურ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” გას­ცა ცნო­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ შაკო ბა­რა­მი­ძის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი მღვდელმსა­ხუ­რის მოწ­მო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია და გარ­დაც­ვლი­ლი პი­როვ­ნე­ბა აღარ ირი­ცხე­ბო­და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რად.

 

ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი შაკო ბა­რა­მი­ძე

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბის შე­სა­ხებ, ოჯახ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს და კი­დევ ერთხელ ითხო­ვა წე­სის აგე­ბა, თუმ­ცა კვლავ უარი მი­ი­ღო მათ­გან" - ნათ­ქვა­მი იყო "გირ­ჩის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შემ­თხვე­ვას გან­ცხა­დე­ბით­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბა­რა­მი­ძის ოჯა­ხი, რომ­ლებ­მაც მო­უ­წო­დეს სხვა­დას­ხვა პი­რებს ოჯა­ხის ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ:

 

"გვსურს გა­მოვ­თქვათ მკაც­რი პრო­ტეს­ტი, ოჯა­ხის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბის გამო.

 

VIDEO: რა­ტომ თქვეს უარი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ავა­რი­ა­ში გა­დაც­ვლი­ლი 24 წლის მა­მა­კა­ცის­თვის წე­სის აგე­ბა­ზე?

 

...ოჯა­ხი სრუ­ლად იზი­ა­რებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი დიდი სჯუ­ლის კა­ნო­ნის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვართ მორ­წმუ­ნე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. გვინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ხონი-სამ­ტრე­დი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­ფოსს მე­უ­ფე სა­ბას ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზი­ა­რე­ბი­სა და გვერ­დში დგო­მი­სათ­ვის. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლი­სათ­ვის წე­სის აგე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს წმინ­და სი­ნო­დი" - ნათ­ქვა­მი იყო ოჯა­ხის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

რად­გან აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბით მი­მარ­თა წმინ­და მო­წა­მე­თა კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ ლე­ვან ალა­დაშ­ვილს. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შემ­თხვე­ვა­ში არ უგებს ეკ­ლე­სია წესს გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს.

 

 

 

- რას ნიშ­ნავს წე­სის აგე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის­თის და რა­ტომ არის იგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

 

- წე­სის აგე­ბა ეტი­მო­ლო­გი­უ­რად თა­ვი­დან ნიშ­ნავ­და ყვე­ლა იმ მსა­ხუ­რე­ბას, რა­საც ას­რუ­ლებ­და მღვდე­ლი. დღეს ეს მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის მსა­ხუ­რე­ბას ნიშ­ნავს. ეს არ არის ბი­ლე­თი სა­სუ­ფე­ველ­ში, ან რა­ი­მე მა­გი­უ­რი ძა­ლის მქო­ნე ლოც­ვა. ეს არის ეკ­ლე­სი­ის ლოც­ვა თა­ვი­სი წევ­რის­თვის, მისი სუ­ლის სა­ცხო­ნებ­ლად.

 

ადა­მი­ა­ნი რომ და­ი­ბა­დე­ბა ეკ­ლე­სი­ის წევ­რი ხდე­ბა ნათ­ლო­ბით, შემ­დეგ ზი­ა­რე­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ას­თან - ზი­ა­რე­ბა ნიშ­ნავს ეკ­ლე­სი­ას­თან, ქრის­ტეს­თან ერ­თო­ბას, ხოლო ბო­ლოს, ეკ­ლე­სია თა­ვის წევ­რს აცი­ლებს ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვით, წე­სის აგე­ბით

 

დღეს რა­საც ვი­ყე­ნებთ არის ცოტა გან­ვრცო­ბი­ლი ლოც­ვე­ბი, ადრე ეს ლოც­ვე­ბი უფრო მოკ­ლე იყო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჭი­რი­სუ­ფა­ლი იყოს რწმე­ნა­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ შე­ე­წი­ოს მიც­ვა­ლე­ბულს და ეს ფორ­მა­ლუ­რად არ მო­ი­თხო­ვოს მღვდლის­გან.

 

- რა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით?

 

- ზო­გა­დად, წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ცრუ­წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ის­გან შორს არი­ან. ასე მა­გა­ლი­თად: ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ წე­სის აგე­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა სა­მო­თხე­ში, თით­ქოს ეს იყოს ბი­ლე­თი სა­მო­თხის­თვის, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლოც­ვა გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ეკ­ლე­სია ლო­ცუ­ლობს გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის­თვის.

 

კი­დევ ერთი სტე­რე­ო­ტი­პი არის ის, რომ ზო­გი­ერთს ჰგო­ნია თით­ქოს წესი მა­ინც და მა­ინც დაკ­რძალ­ვის დღეს უნდა აე­გოს მიც­ვა­ლე­ბულს, რაც ასე­ვე არას­წო­რია. დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა ავუ­გოთ წესი გარ­დაც­ვლილს. მა­გა­ლი­თად ბი­ძა­ჩემს, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ახ­ლა­ხან ავუ­გე წესი...

 

 

 

- რა შემ­თხვე­ვებ­ში ვერ უგებს წესს ეკ­ლე­სია მიც­ვა­ლე­ბულს?

 

- ეკ­ლე­სია ვერ უგებს წესს თვით­მკვლე­ლებს, რად­გან სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი არის უი­მე­დო­ბა, ხოლო იუ­მე­დო­ბა არის ურ­წმუ­ნო­ე­ბა. ამ ჯაჭვს მივ­ყა­ვართ ღმერ­თის გმო­ბამ­დე. მხო­ლოდ ღმერ­თს არ აქ­ცევს ამ დროს ადა­მი­ა­ნი ზურგს, იგი ამ დროს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვას. იმ ტკი­ვილს, რა­საც მათ ამით მი­ა­ყე­ნებს.

 

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თვით­მკლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გახ­და, ჩვენ ვუ­გებთ წესს მიც­ვა­ლე­ბულს. მე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ მი­ვე­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მო­ვუ­ყე­ვი სი­ტუ­ა­ცია და მომ­ცა კურ­თხე­ვა მე­უ­ფემ, აუგე წე­სიო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან არ მქონ­და გარ­დაც­ვლი­ლის ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

 

ასე­ვე, ეკ­ლე­სია წესს ვერ აუ­გებს სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის, სექ­ტის წევ­რებს, რად­გან ისი­ნი არ არი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი

 

ჩვენ წესს არ ვუ­გებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გმო­ბენ უფალს და არ აღი­ა­რე­ბენ მას. ასე­ვე, მკაც­რად ვე­კი­დე­ბით ამ მსა­ხუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ლო­თო­ბენ, ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მა­რენ და ამით გარ­და­იც­ვლე­ბი­ან. ასეთ შემ­თხვე­ვებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვა­ფა­სებთ, შე­საძ­ლოა და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით და ავუ­გოთ წესი, ან შე­იძ­ლე­ბა უარი ვთქვათ.

 

რად­გან სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის "შე­ი­ნა­ნა­ეთ, რა­მე­თუ მო­ახ­ლო­ე­ბულ არის სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა". ამის მი­უ­ხე­და­ვად, თუ აგ­რძე­ლებს ადა­მი­ა­ნი მძი­მე ცოდ­ვებ­ში ცხოვ­რე­ბას, ე.ი. ის გმობს უფალს.

 

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა­ში მყოფ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის არი­ან გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და არ ჰქო­ნი­ათ სი­ცო­ცხლე­ში სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა ჩა­დე­ნი­ლის გამო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც მათ აე­გე­ბათ წესი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ფას­დე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ასეთ სა­კი­თხებს მკაც­რად ვე­კი­დე­ბით.

 

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­ფა­სე­ბას 24 წლის შაკო ბა­რა­მი­ძის გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით... რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უარი "გირ­ჩის" გარ­დაც­ვლი­ლი წევ­რის­თვის წე­სის აგე­ბა­ზე?

 

- ეს ფაქ­ტი გავ­რცელ­და არას­წო­რად. მე­უ­ფე სა­ბას უარი არ უთ­ქვამს გა­დაჭ­რით. მან მი­უ­სამ­ძიმ­რა კი­დეც ოჯახს, მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და უთხრა, რომ მარ­ტო ვერ გა­და­წყვეტ­და ამ სა­კითხს. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, ან მა­ნამ­დე ჰკი­თხავ­და აზრს სი­ნო­დის წევ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ წესი მა­ინც და მა­ინც დაკ­რძალ­ვის დღეს უნდა აუ­გონ მიც­ვა­ლე­ბულს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მე­უ­ფე საბა აუ­გებს წესს ამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს.არც მა­შინ იქ­ნე­ბა გვი­ან... ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

https://www.ambebi.ge

14 ნოე 2019