რას ასწავლის ახალი საგანი „მოქალაქეობა“ ?

2019.10.09 16:38:11
რას ასწავლის ახალი საგანი „მოქალაქეობა“ ?

ახალი 2019-2020 სასწავლო წლიდან მე-7 კლასში ახალი საგანი მოქალაქეობა შევიდა.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა საგნის სწავლა-სწავლების მიზნები, სწავლის პრინციპი და შემაჯამებელი შეფასების ფორმაც.

 

საგანი VII – X კლასებში ისწავლება და შესაბამისი ცვლილებები უკვე აისახა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც.

 

„მოქალაქეობა“

 

შესავალი

 

საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

 

ა)  საგნის სწავლა-სწავლების მიზნები

 

ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი

 

გ) მეთოდიკური ორიენტირები

 

დ) შეფასება.

 

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში მოსწავლე გაეცნობა საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს; შეისწავლის ლოკალურ, სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეზე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს.

 

საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება სამოქალაქო აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

 

 

 

წყარო:დაიჯესტი