„ფაფანაკის“ ფოტოსესია სასტუმრო „აივანში“ გაიმართება

2019.10.09 14:03:32
„ფაფანაკის“ ფოტოსესია სასტუმრო „აივანში“ გაიმართება

ოქტომბრის ბოლოს სასტუმრო აივანში ქართული ნაციონალური სამოსის ბრენდის, „ფაფანაკის“, ფოტოსესია გაიმართება. ამის შესახებ ფაფანაკის დამფუძნებელმა ნინო ჭყონიამ განაცხადა.

 

“ძალიან მოვიხიბლე სასტუმრო აივნის აივნებით და ასევე იმ არაჩვეულებრივი ხედებით, რაც აივნებიდან ჩანს. სასტუმროს ნომერები  განუმეორებელი და ორიგინალურია. ვინტაჟური ნომერი ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ფაფანაკის ფოტოსესია, სასტუმრო აივანში, წარმატებული იქნება ჩვენი ბრენდისთვის“- ნინო ჭყონია.