გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

2019.10.09 13:22:53
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს.

 

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

 

2 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.2-ჯერ, 3 ოქტომბერს ქ.რუსთავსა და ქ.ბათუმში- 1.2-ჯერ, 4 ოქტომბერს  ქ.რუსთავში 2-ჯერ, ხოლო ,"ილიას ბაღში" უმნიშვნელოდ.  5 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ,"ილიას ბაღში" – 1.1-ჯერ,   ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ, ქ.ბათუმში 1.2-ჯერ, 6 ოქტომბერს ისევ ,"ილიას ბაღში" – 1.3-ჯერ, ქ.რუსთავში - 2-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.2-ჯერ, ხოლო 7 ოქტომბერს მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.1-ჯერ. 8 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

 

ქ.თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში, ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება 1.2-ჯერ დაფიქსირდა. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ.

 

ატმოსფერულ ჰაერში, ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები 

აღებული იქნა ქალაქ თბილისის ოთხ ლოკაციაზე: მუხიანი, I მ/რ, №184 საბავშვო ბაგა-ბაღსთან, მუხიანის I მ/რ ნონეშვილის გამზირი, №174 სკოლასთან, მუხიანის დასახლება II მ/რ დუმბაძე-ნონეშვილის ქუჩების გადაკვეთზე, შპს  თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა აკადემიასთან, მუხიანის დასახელების IV ბ მკ/რ, კერძო სკოლა-ლიცეუმ პრომეთესთან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა  ჰაერის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 

 

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.