წელს, ქრიზანთემების ფესტივალი საგურამოში, ღია ბაღის დღის ფარგლებში გაიმართება

2019.10.08 15:15:07
წელს, ქრიზანთემების ფესტივალი საგურამოში, ღია ბაღის დღის ფარგლებში გაიმართება

 ქრიზანთემების,ოქროს ყვავილის ფესტივალი საქართველოში 2005 წელს დაარსდა.პროექტი ნოემბრის თვეში ტარდება სწორედ ამ დროს არის ყველაზე მეტი ქრიზანთემა ამ ყვავილს იაპონიაში ქვეყნის არაოფიციალურ სიმბოლოდ მიიჩნევენ. ჩინეთში კი მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ მისი მოშენების უფლება, ქრიზანთემების ორდენით აჯილდოვებდნენ წარმატებულ ადამიანებს. საქართველოშიც უკვე დამკვიდრდა არა ერთი ტრადიცია, ქრიზანთემების ფესტივალი,ყოველი წლის ნოემბერში ტარდება და ამ დღესასწაულს მეგობრებს და აფხაზეთს უძღვნის პროექტის ავტორი მანანა გეგიძე.

მანანა გეგიძე- ეს დღე ქრიზანთემების სურნელს და აფხაზეთის,ჩემი პატარა ქალაქის გალის მონატრებამ შემაქმნევინა.ნარინჯის და ქრიზანთემების სურნელი დღესაც იმ მზით და სიყვარულით სავსე დრეებს მახსენებს.

ქრიზანთემების ფესტივალი  წელს ღია ბაღის დღის ფორმატში, ჩემი მეგობრის ციცინო ფუტკარაძის არაჩვეულებრივ მიდამოში,საგურამოში გაიმართება.

ციცინო ფუტკარაძე -ეს დღესასწაული,სილამაზის სიხარულის სიყვარულის ზეიმია,მე პირველად 2015 წელს წოდორეთში გამართულ ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა.ნისლი,ცხენები უამრავი ქრიზანთემები.ეს იყო მართლაც სასწაული დღე.იმ დღიდან  ეს პროექტი ჩემი ნაწილი გახდა.სამი წელია ზედიზედ ფესტივალს სასტუმრო აივანი მასპინძლობს,თუმცა წელს მე ვიქნები ამ დრესასწაულის მასპინძელი.ღია ბაღის დღის ფორმატში.

-როგორი იქნება წლევანდელი ფესტივალი,რით იქნება გამორჩეული?

-მასპინძლის ამპლუაში ვიქნები,ცოტა ვღელავ მინდა გამორჩეული იყოს,განსხვავებული.პირველი და უმთავრესი იქნება უამრავი ქრიზანთემა,მოწვეული სტუმრები ჩვენს მიერ მომზადებულ ქრიზანთემას ჩაის დააგემოვნებენ,შეიქმნება საკონკურსე კომპოზიციები, სპეციალური პრიზებით დავაჯილდოებთ გამარჯვებულებს,რომელსაც სასტუმრო აივანი აწესებს უკვე მეოთხედ.ფესტივალის ტრადიცია ავირჩიოთ ქრიზანთემების დედოფალი ფარული კენჭისყრით, ეს იქნება ყველაზე ლამაზი რიტუალი.

-ფესტივალს ძალიან უხდება, ვალსი, ვიოლინო და რა თქმა უნდა სადღესასწაულო ტორტი. მთავარი კულმინაცია სურვილების ჩაფიქრება და ცაში გაფრენილი ასობით ფერადი ბუშტი.

-მოკლედ წინ საოცარი დღე გველის დაუვიწყარი და სიხარულით სავსე.

-დრეს კოდი?

-დრეს კოდი -ქრიზანთემების გვირგვინი.

 

ცირა ოქროპირიძე- „Rose art“- ის დამფუძნებელი - “მიხარია რომ  წელს პროქეტ "ღია ბაღის დღის" ფარგლებში ტარდება ქრიზანთემების ფესტივალი.ეს არის მაგალითი იმისა,  თუ როგორ უნდა მოვუაროთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, დავრგოთ ,რაც შეიძლება ბევრი ლამაზი მცენარე, ეს ერთგვარი ესტაფეტაა. პირველად ღია ბაღის დღე 2016 წელს ჩემს ვარდების ბაღში ჩატარდა, სადაც 300 მეტი ჯიშის ვარდია თავმოყრილი.“

 

 

ქეთი მელიქიშვილი