გაზის მიწოდება ორი დღით შეიზღუდება

2019.10.08 14:33:01
გაზის მიწოდება ორი დღით შეიზღუდება

აჭარის რეგიონში გაზი ორი დღით გაითიშება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს.

„10-11 ოქტომბერს, ხუთშაბათს და პარასკევს, გაზის მიწოდება მთლიანად აჭარაში შეწყდება. 12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი“- განაცხადა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.

 

ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

 

 

წყარო: იმედინიუსი