მარტვილის მეორე საბავშვო ბაღის 22 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა

2019.10.08 11:59:54
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღის 22 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში, ძირითადი დარღვევა წყალში გამოვლინდა. ამასთან, მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა რძის პროდუქტებშიც, რამაც გამოიწვია ბავშვების მოწამვლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შესაბამისი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის მარტვილის მერიას და წყალმომარაგების კომპანიას გადაეგზავნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაწყებულია.

ბაღში, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს წყლის მიმწოდებელი სისტემა და განაცხადეს, რომ ზედაპირული დაზიანება არ აღენიშნება წყლის მილებს. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ საიდან ბინძურდება წყალი. ვიდრე არ აღმოიფხვრება ეს პრობლემა, შეგვიძლია ბავშვები გვყავდეს 2-3 საათი კვების გარეშე", - ამბობს ირინა გაბისონია.

როზა ჯანაშიას განცხადებით, რომელიც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გახლავთ, #2 ბაღის შემთხვევის გარდა, მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. ბაღი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.