გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

2019.10.08 11:20:03
გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

 

შტაინმაიერის თქმით. საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსავალს, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას. მისივე განცხადებით, პროცესში რუსეთის აქტიური ჩართულობაც გარდაუვალი იქნება.

 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, დღეს კონფლიქტისპირა სოფლებს ესტუმრება, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს გერმანიის პრეზიდენტი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

დღესვე ის კახეთში გაემგზავრება და რამდენიმე ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. კულტურული პროგრამის ფარგლებში შტაინმაიერი ალავერდის მონასტერს და ერეკლე მეფის მუზეუმსაც მოინახულებს.

 

 

წყარო: იმედინიუსი