ბათუმში 1600 ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ ჩაირიცხა

2019.09.11 13:59:11
ბათუმში 1600 ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ ჩაირიცხა

ბათუმში 1600 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8095-ია; სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 2 595-მა ბავშვმა დაასრულა, მათ ადგილას 2479 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამ დროისთვის ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ამ დროისთვის 32 ბაგა- ბაღი ფუნქციონირებს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, ნაწილი ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ, დანარჩენები კი რიგს დაელოდებიან. მათივე ინფორმაციით, გასულ წლებში ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ბაღის გარეშე ბავშვების დარჩენის მიზეზად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახელებენ.