შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდოს

2019.09.11 11:29:57
შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდოს

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შესაძლოა, გადაიდოს. 

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, კონკრეტულად რომელ სკოლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლები სამუშაოებს ვერ დაასრულებს, მინისტრის ბრძანებით, სწავლა დროებით გადაიდება.

 

სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სად შეიძლება სწავლა დროებით გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

 

 

წყარო: ipn