როდის გამოიდარებს საქართველოში

2019.09.10 14:17:08
როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 9-12 სექტემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ.

 

დედაქალაქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.