"ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ"- მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურზე

2019.09.10 13:57:26
"ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ"- მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურზე

 მერიის პიარის სამსახურის თანამშრომელი მანანა თოქმაჯიშვილის ემოციური პოსტს წერს ნოდარ ხადურზე.

 

 

"ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.

რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).

არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს...

უბრალოდ მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!“- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.