ამინდის პროგნოზი

2019.08.14 11:44:18
ამინდის პროგნოზი

დღეს 14 აგვისტოს მთელ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +31 +34 გრადუსი იქნება.

 

14-15 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 +38 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში ჰაერი +32 +34 გრადუსამდე გათბებეა, მთიან რაიონებში +35 +37 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +26 +31 გრადუსი დაფიქსირდება. 

 

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

 

16 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35 +37 გრადუსი იქნება.

 

17 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.