რუსთავში საცხოვრებელ სახლში მამაკაცმა ძმა და მეუღლე დაჭრა

2019.08.14 11:25:49
რუსთავში საცხოვრებელ სახლში მამაკაცმა ძმა და მეუღლე დაჭრა

ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას - 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

 

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო: დაიჯესტი