პროკურატურა გვარამიას დაკავებას მოითხოვს

2019.08.10 16:32:30
პროკურატურა გვარამიას დაკავებას მოითხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. 

 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

წყარო:დაიჯესტი