ცნობილი ქართველი უროლოგი ლაურ მანაგაძე გარდაიცვალა

2019.08.07 14:32:31
ცნობილი ქართველი უროლოგი ლაურ მანაგაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, თანამედროვე ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლავრენტი (ლაურ) მანაგაძე.

 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს.

 

ლავრენტი მანაგაძე იყო ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; საქართველოს პარლამენტის წევრი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი; ამერიკის უროლოგთა ასოციაციის, ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და სომხეთის ქირურგიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის ლაურეატი;  ღირსების ორდენის კავალერი; ბრწყინვალების ორდენის კავალერი.

 

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ შეუფასებელია ლაურ მანაგაძის წვლილი ქართული უროლოგიისა და მედიცინის განვითარებში.

 

 

წყარო: 1tv