ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სამი ქვეყნის სასამართლო დავა იწყება

2019.08.04 22:19:18
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სამი ქვეყნის სასამართლო დავა იწყება

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საზოგადოება მაღალი ინტერესით აკვირდება.

 

„პრაიმტაიმი“ კომპანიის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ სამი ქვეყნის სამართლებრივი ორგანო „რუსთავი2“-ში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი საუბრობს.

 

„ნიკა გვარამია სამართლებრივ დავას ბრიტანეთის არბიტრაჟზე კონტრაქტის დარღვევის გამო დაიწყებს, რადგან მის კონტრაქტში დაკონკრეტებულია, რომ დავის წარმოშობის შემთვევაში, დავა გაგრძელდება ინგლისის აბიტრაჟზე.

 

გარდა ამისა, ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და კომპანია „საქართველო“ საქართველოს სასამართლოს უსაფუძლო გამდიდრების საფუძვლით ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მიმართავენ, რადგან  ახლა ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც რუსთავი 2-ს აქვს, ხალვაშს არ ჰქონია. თუმცა, ქართული სასამართლოს წყალობით საკმაოდ სოლიდური ქონება დაუგროვდა. ხალვაშის დროს ტელევიზია ნაქირავები ბინიდან მაუწყებლობდა.

 

მეწილეები კომპანიის დავას სტრასბურგის დიდ პალატაში გააგრძელებენ“  - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

 

 

წყარო: პრაიმტაიმი