დღეს პეტრე-პავლობაა

2019.07.12 11:21:33
დღეს პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-ლავლობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 10:00 საათიდან აღავლენს.

 

წმინდა პეტრე ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური.

 

ისინი თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. გადმოცემის თანახმად, წმინდანების იმპერატორმა ნერონმა აწამა 67 წელს.

 

დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული.

 

პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო.