გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

2019.07.11 19:27:09
გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია „არ გადადგეს გახარია!“ და სპეციალური ვებგვერდი - argadadge.ge გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია

 

„მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას“, - წერია პეტიციის ტექსტში.

 

პეტიციაზე ხელის მოწერა სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით არის შესაძლებელი. ამ დროისთვის პეტიციას 5972 ხელმომწერი ჰყავს.

 

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 21 ივნისიდან მიმდინარეობს.

 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

 

 

წყარო: იმედინიუსი