ბორჯომში გარდაცვლილი კაცი, სავარაუდოდ, ცულით მოკლეს

2019.06.12 15:15:35
ბორჯომში გარდაცვლილი კაცი, სავარაუდოდ, ცულით მოკლეს

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე, ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ცულით არის მოკლული. როგორც ვარაუდობენ, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, შელაპარაკება გამხდარიყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

 

ოჯახს გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დღეს, 12 ივნისს, დილით შეატყობინეს.

 

გარდაცვლილი ადგილობრივია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

 

წყარო: ალია