ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

2019.06.12 12:14:53
ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

გამოძიების ცნობით, ქმარმა 76 წლის ელიზა ტაველიშვილს თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ქალი ერთ თვეზე მეტია საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 76 წლის ცოლი კი დაჭრა, საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

5 მაისს ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

წყარო: იმედინიუსი