ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი ციხიდან გაათავისუფლეს

2019.06.10 15:28:17
ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი ციხიდან გაათავისუფლეს

წყალ­ბურ­თე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, იგი­ვე „როს­ტო“ თა­ვი­სუ­ფა­ლია. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

 

AMBEBI.GE-მ სცა­და ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ის ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. და­ვუ­კავ­შირ­დით მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატს მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ას, რო­მელ­მაც ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა:

 

"გი­დას­ტუ­რებთ, ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. ის პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ამის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

 

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში.

 

ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა როს­ტოშ­ვილ­მაც, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

 

 

წყარო: ამბები