გურჯაანის ნაყინი საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთო

2019.06.10 14:52:42
გურჯაანის ნაყინი საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ორგანიზაციამ,  "იმედით გამოწვდილი ხელები", გამართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც რესტორანმა "თაშრემ" უმასპინძლა სტუმრებს. "გურჯაანის" ნაყინმა  პროექტში ჩართვის ინიციატივა გამოიჩინა და ბავშვებსა და მათ მშობლებს  ნაყინები გაუგზავნა.