"აავსე დედამიწა ვარდის სურნელით"- ვარდების წვიმა საგურამოში

2019.06.10 12:20:06
"აავსე დედამიწა ვარდის სურნელით"- ვარდების წვიმა საგურამოში

 9 ივნისს საგურამოს ვარდების ბაღში   ROSE ART, ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძის ორგანიზებით,  გაიმართა ერთ-ერთი ულამაზესი ღონისძიება " ვარდების წვიმა". 

 

პროექტის მიზანი იყო მწვანე საფარის მოფრთხილება, რეკრეაციული ზონების გაფართოება და ველური ბუნების ელემენტების შენარჩუნება. 

იაპონელი ხალხის და კულტურის პატივისცემის ნიშნად, ღონისძიებაში შეტანილი იყო იაპონური ნოტები. 

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა: დინი ვირსალაძე, კახა ცაბაძე, გია მაჭარაშვილი,  დათო მაზანშვილი,  ნუგზარ ჩხაიძე, ირმა გურიელი, გივი სიხარულიძე, ზურაბ შარია,  დუტა სხირტლაძე და სხვა.

 

ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: ვანიკო გალუაშვილი, სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, გოჩა დათუსანი, თეა დემურიშვილი, გელა ჩახვაძე, ირაკლი მურჯიკნელი, მარიამ როინიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ოთარ შიშინაშვილი, მარიამ ბარათაშვილი, ნათია ბეჟაშვილი, კონცერტმაისტერები: ირინა აივაზოვა და ირინა რამიშვილი.

 

დასასრულს მოეწყო ულამაზესი სანახაობა "ვარდების წვიმა".