დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები მდინარე დოლრაში გადავარდნილ ავტომობილში იპოვეს

2019.06.09 18:18:48
დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები მდინარე დოლრაში გადავარდნილ ავტომობილში იპოვეს

მესტიაში, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრაში გადავარდნილ ავტომობილში იმ ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს, რომელსაც ორი დღეა, ეძებენ.

 

ამ წუთებში, ადგილზე ცხედრების ამოყვანას მაშველები ცდილობენ.

 

 

ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ,7 ივნისს, ღამით ავტომობილით გადავარდნილი მამაკაცების სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა.

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებს ჯგუფები ადგილზე ზუგდიდიდან და ქუთაისიდან იყო დამატებული. ცოტა ხნის წინ, მდინარეში მათი ავტომობილი იპოვეს, რომლის ამოყვანას ჯერ სპეციალური ტექნიკით, შემდეგ კი მაშველები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

 

წყარო: digest