პრემიერი 7 წლის დავით თათვიძეს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

2019.06.08 12:58:58
პრემიერი 7 წლის დავით თათვიძეს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი სოციალური ქსელით 7 წლის დავით თათვიძეს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს. 

"ვულოცავ 7 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ჭადრაკში 7 წლამდელ მოსწავლეთა შორის,"-ბახტაძე.

 

ქართველმა ბავშვმა რუმინეთის ქალაქ მამაიაში, მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ მეშვიდე პარტია მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში დამაჯერებლად მოექცა.

 

მან ბოლო, მერვე პარტიაშიც გაიმარჯვა და შვიდ წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩემპიონის ტიტული, ერთი ტურით ადრე მოიპოვა.