ბათუმში 18 წლის გოგოს თვითმკვლელობაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ

2019.06.07 12:49:13
ბათუმში 18 წლის გოგოს თვითმკვლელობაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ

ბათუმში 18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ და ახალგაზრდის დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ.

მშობლების განცხადებით, გარდაცვალებამდე გოგომ დატოვა წარწერა - „მკვლელი ნიკა“, რომელიც შეყვარებულის მიმართ იყო დაწერილი. მათი ვარაუდით, თვითმკვლელობის მიზეზი კონფლიქტი გახდა, რომელიც შეყვარებულებს ერთი დღით ადრე მოუვიდათ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

 

 

წყარო: იმედინიუსი