"ორ­სუ­ლო­ბას ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ეტყო­ბო­და"

2019.06.06 14:35:33
"ორ­სუ­ლო­ბას ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ეტყო­ბო­და"

არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს, ბო­ლომ­დე აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე იყო. სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და, კა­ლათ­ბურთს და ფრენ­ბურთს თა­მა­შობ­და, - ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა 16 წლის მო­ზარ­დის მიერ ბავ­შვის გა­ჩე­ნის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

 

მისი თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გა­ი­გეს, რო­დე­საც გო­გო­ნას მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

 

„დე­რე­ფა­ნა­ში იყო გა­მო­სუ­ლი, მი­თხრა ცუ­დად ვარო. მერე გაკ­ვე­თილ­ზე დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი მუც­ლის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო. ჩვენ ბრმა ნაწ­ლა­ვი გვე­გო­ნა. ორ­სუ­ლო­ბას ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. კლი­ნი­კი­დან სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ თურ­მე ორ­სუ­ლად იყო. ძა­ლი­ან კარ­გი, აქ­ტი­უ­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო მოს­წავ­ლე იყო.

 

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სკო­ლა ხში­რად არ გა­უც­დე­ნია, თუ მას სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლა­ში ია­როს. ამ ეტაპ­ზე ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი“, - აცხა­დებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

 

პე­და­გო­გის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი.

 

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 16 წლის გოგო, რო­მელ­მაც ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, 40 წლის ნა­თე­სავს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გო­გო­ნა მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეა. „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტის, ლია ხუ­როშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. არას­რულ­წლო­ვან­მა იმ დღეს­ვე იმ­შო­ბი­ა­რა.

 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს სქე­სობ­რივ კავ­შირს ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ მოქ­მე­დე­ბას 16 წელს მი­უღ­წე­ველ­თან.

 

უწყე­ბის ცნო­ბით, ასე­ვე ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ბავ­შვის მა­მის დად­გე­ნის მიზ­ნით, მას შემ­დეგ რაც დად­გინ­დე­ბა მა­მის ვი­ნა­ო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

 

წყარო: ამბები