"მზად ვარ, ამ ბავ­შვზე ვიზ­რუ­ნო"-რას ამბობს 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის ნათესავის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

2019.06.06 13:18:40
"მზად ვარ, ამ ბავ­შვზე ვიზ­რუ­ნო"-რას ამბობს 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის ნათესავის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი, რო­მე­ლიც 40 წლის მა­მა­კაცს მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მო­ძა­ლა­დის დას­ჯას ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აპი­რე­ბენ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. გო­გო­ნამ მო­ძა­ლა­დის­გან ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­შო­ბილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რის გა­მოც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ტო­ვეს.

 

"ჩემი ნა­თე­სა­ვია ეს კაცი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ჩემ­მა შვილ­მა არა­ფე­რი მი­თხრა, სა­ნამ მუ­ცე­ლი არ ას­ტკივ­და. მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვი­გე ორ­სუ­ლო­ბა­ზე. ჩემს შვილ­ზე რომ იძა­ლა­და, და­მუქ­რე­ბია, რომ თუ სად­მე იტყო­და, დე­დას, მა­მას და ძმას მო­უკ­ლავ­და, დას კი მის მსგავ­სად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­და. ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დავ­ტო­ვეთ, რად გვინ­და სხვი­სი შვი­ლი. ის კი ამ­ბობს, მე არ ვყო­ფილ­ვა­რო, მაგ­რამ ჩემი გოგო სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს. მო­ვი­თხოვთ პო­ლი­ცი­ამ და­სა­ჯოს, თუ არა­და ჩვენ დავ­სჯით", - აცხა­დებს 16 წლის გო­გო­ნას დედა.

 

არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის ვერ­სი­ას იზი­ა­რე­ბენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბიც. ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის სა­თა­ნა­დო დას­ჯას ითხო­ვენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ხში­რად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

 

"სო­ფე­ლი შეგ­ვარ­ცხვი­ნა, ეს რო­გორ გა­ა­კე­თა. ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ამ გო­გოს ძმის ნათ­ლი­აა. არ გვგო­ნია, გოგო იგო­ნებ­დეს, ეს კაცი ხში­რად სვამ­და და უხა­სი­ა­თო იყო. სო­ფე­ლი ვი­თხოვთ სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

 

ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ხდარს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი 10 ათას ლარს სთხოვ­და, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

 

"მე­ზობ­ლე­ბი ვართ, სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მო­დი­ო­და და აქ რჩე­ბო­და ხოლ­მე. არ მახ­სოვს, რო­მელ დღე­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემ­მა შვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ცუ­დად არი­სო, მეც მა­გის ოჯახს გავ­ყე­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იქ მე და­მაბ­რა­ლა. ოჯახ­მა კი მი­თხრა, თუ გინ­და, შენ არ და­გაბ­რა­ლოთ, 10 ათა­სი ლარი მოგ­ვე­ციო. მზად ვარ პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ა­რო, მზად ვარ და­მი­ჭი­რონ და იმის­თვი­საც მზად ვარ, ამ ბავ­შვზე ვიზ­რუ­ნო, თუ ჩემი შვი­ლია. მაგ­რამ მე ეს არ ჩა­მი­დია, ამას რო­გორ გა­ვა­კე­თებ­დი, ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ. მისი ძმა მე მოვ­ნათ­ლე", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი.

 

40 წლის მა­მა­კა­ცი ასე­ვე ურ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯახს, გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ზარ­დი გო­გო­ნას სა­კუ­თარ 14 წლის ვაჟ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

 

 

წყარო: ambebi