სტიქიამ შატილის 8 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

2019.06.06 12:34:21
სტიქიამ შატილის 8 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

სტიქიის გამო, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა, ამ დრომდე, ჩაკეტილია, 8 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. შატილში იმყოფებიან ტურისტები, რომლებმაც გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

 

ტურისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ძლიერი ნალექის შედეგად, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრზე დააზიანა.

 

ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო.