ყაზბეგში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

2019.06.06 12:15:01
ყაზბეგში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ყაზბეგის მერის მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვეტმფრენში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა.

„შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულები ტურისტები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები.

 

ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის შესასვლელთან, ყანების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

 

 

წყარო: ალია