"მამას დიდო ტკივილო"- რას წერს დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა სოციალურ ქსელში

2019.06.04 16:38:05
"მამას დიდო ტკივილო"- რას წერს დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა სოციალურ ქსელში

22 მაისს აღაიანში შემზარავი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 7 თვის ჩვილის მამა სოციალურ ქსელში საკუთარ შვილზე წერს.

 

 

მიხეილ დვალიშვილი სტყვებთან ერთად შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

 

 

“ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო”

 

 

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.

 

 

გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.

 

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"

 

 

ოჯახის განცხადებით, მან საკუთარი შვილი გაგუდა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა.

 

 

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, არასრულწლოვანმა სახლიდან ოქროები წაიღო, დაალომბარდა და ღამე სასტუმროში უცნობ მამაკაცთან ერთად გაატარა.

 

 

წყარო: intermedia