“სამართალი აღდგენილია”- ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა

2019.06.04 13:37:23
“სამართალი აღდგენილია”- ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა

“სამართალი აღდგენილია” – ასეთი კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანიდას დაკავების შემდეგ. როგორც მან ტელეკომპანია “პირველთან” კომენტირების დროს განაცხადა, მას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მიხიელ კალანდიას დააკავებდნენ.

 

“მინდა მადლობა გადავუხადო იმას, ვინც ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აგდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი და ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რომ დააკავებდნენ. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე იყო მიხეილ კალანდია.

 

ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს. ბოლომდე მივყვები გამოძიებას, ვიდრე ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული. სამართალი მაშინ აღდგება ბოლომდე, როცა ამ საქმეში მონაწილე ყველა ფიგურანტი იქნება დაკავებული.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

 

 

წყარო: 2020 news